იტალიის თასი. 1/4-ფინალი: ერთი ნაბიჯი ფინალამდე

AutoSharing Option
იტალიის თასის პირველი ნახევარფინალისტი "მილანია", რომელმაც მეოთხედფინალში "კარპის" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით სძლია მეტოქეს, 2:1. ლომბარდიელთა პირველი გოლი კარლოს ბაკამ შეაგდო და თანაც, ერთობ ეფექტური - კოლუმბიელმა ფორვარდმა მეკარე მოატყუა და ტექნიკური დარტყმით გაახვია ბურთი კარის ბადეში.

მეორე გოლი მბაიე ნიანგის ანგარიშზეა, რომელიც ეფექტურ კომბინაციას მოჰყვა.

პირველი ტაიმი "მილანმა" კომფორტული უპირატესობით მოიგო და მეორე ნახევარში ბურთი დაიჭირა. პერიოდულად, მასპინძლები კარგად ირჯებოდნენ და მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ შეცდომებიც დაუშვეს, რაც გაშვებულ გოლად დაუჯდათ. დიახ, "კარპიმ" გაქვითა ერთი ბურთი და საბოლოოდ
- 2:1 მასპინძელთა სასარგებლოდ.

საგულისხმოა, რომ იტალიის თასზე "მილანს" საკმაოდ იოლი ბადე შეხვდა - თავად განსაჯეთ, ნახევარფინალში სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი "ალესანდრია"-"სპეციას" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

თუმცა, იქნება თუ არა იმ დროისთვის "მილანი" მიხაილოვიჩის გუნდი, ეგ კიდევ ცალკე საკითხავია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული