სერია A. XXI ტურის ფაქტები და ციფრები: "ბოლონიას" დონადონი მოუხდა

AutoSharing Option
* რა გასაკვირია და, სერია A-ში ყველაზე მეტი გოლი იტალიელი ფეხბურთელების წყალობით "სასუოლოს" აქვს გატანილი - 22. სულ გუნდის ანგარიშზე 25 ბურთია...

* "მილანი" "ემპოლისთან" საგარეო შეხვედრაში 10 მატჩია, არ დამარცხებულა - 5 ფრე, 5 წაგება.

* 12-მატჩიანი პაუზის მერე "ფროზინონემ" კარის მშრალად შენახვა შეძლო.

* კარლოს ბაკას სერია A-ში გატანილი 10 გოლიდან 8 მატჩებში თავისი პირველი ზუსტი დარტყმით აქვს გატანილი.

* ძველი ყაიდის იტალიელ ფანტაზისტას, რიკარდო საპონარას უკვე 7 საგოლე გადაცემა უგროვდება, რითაც ის პაულო დიბალასთან და ჯაკომო ბონავენტურასთან
ერთად II-IV ადგილებს იყოფს, პირველზე კი 8 საგოლე პასით ლორენცო ინსინიეა.

* ბონავენტურას იტალიის ჩემპიონატში სულ 26 გოლი აქვს გატანილი და აქედან 17 საგარეო შეხვედრებში.

* "ტორინოს" "ფიორენტინასთვის" ფლორენციაში 1976 წლის მერე არ მოუგია. მას მერე - 12 ფრე და 13 წაგება.

* მატჩების პირველ 30 წუთში "ფიორენტინას" 15 გოლი აქვს გატანილი. ამ მხრივ, "იებზე" უკეთესი შედეგი არავის აქვს.

* საინტერესოა, რომ "ტორინოს" კვირის ადრეული (ჩვენი დროით 14:30 ან 15:30) ჩატარებული უკანასკნელი 12 შეხვედრიდან არც ერთი არ მოუგია - 7 ფრე, 5 წაგება.

* მარეკ ჰამშიკმა ბოლო 5 მატჩში 4 ბურთი შეაგდო.

* "სასუოლომ" სეზონში პირველად წააგო საშინაო მატჩი. გუნდს "მაპეიზე" 12 შეხვედრა არ ჰქონდა წაგებული.

* "უდინეზემ" მიყოლებით ორ მატჩში გაუშვა 4 გოლი. მსგავსი რამ 1980 წლის მერე არ მომხდარა.

* "ლუიჯი ფერარისზე", იგივე "სტადიო მარასიზე" გამართული უკანასკნელი 8 მატჩიდან ("ჯენოასთან" და "სამპდორიასთან") "ნაპოლის" არც ერთი არ წაუგია - 6 მოგება, 2 ფრე.

* "ლაციო" "კიევოსთან" შეხვედრაში მეტოქის საჯარიმოში ბურთს 53-ჯერ შეეხო.

* პაულო დიბალა "იუვენტუსის" ჩემპიონატში გატანილი 38 გოლიდან 19-ში უშუალო მონაწილე გახლდათ - 12 გაიტანა, 7 თანაგუნდელებს გაატანინა.

* "იუვენტუსმა" ზედიზედ მე-11 ტურში იმარჯვა. ამ პერიოდში "ბებერ ქალბატონს" ყველაზე მეტი (27) გოლი აქვს გატანილი და ყველაზე ცოტა (6) გაშვებული.

* "ბოლონიამ" ბოლო 6 საგარეო თამაშიდან 5 მოიგო და აქედან 4-ში გოლი არ გაუშვა. ყოჩაღ, რობერტო დონადონი.

* პაულო დიბალამ სერია A-ში 12-ივე გოლი მარცხენა ფეხით გაიტანა. ევროპის 5 წამყვან ჩემპიონატში ამაზე უკეთესი შედეგი არავის აქვს.

* ვალტერ ბირსას სტანდარტული მდგომარეობებიდან ყველაზე მეტი (4) საგოლე პასი აქვს გაკეთებული.

* "მილანმა" 25 გაშვებული გოლიდან 12, ანუ 48% სტანდარტული მდგომარეობების შემდეგ მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული