"ლაციოს" ულტრასებმა "ნაპოლის" ფეხბურთელი რასობრივად შეურაცხყვეს

AutoSharing Option
სერია A-ს 23-ე ტურის ცენტრალური მატჩი რომში გაიმართა, სადაც "ლაციომ" "ნაპოლის" უმასპინძლა და დამარცხდა, 0:2.

რომში გამართული მატჩი სკანდალური გამოდგა, რადგან მთელი თამაშის განმავლობაში, "ლაციოს" ულტრასები ფერადკანიან მცველ კალიდუ კულიბალის რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფას აყენებდნენ.

68-ე წუთზე მატჩის არბიტრმა თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ულტრასები ძალიან გააქტიურდნენ, თუმცა მალევე ვითარება შედარებით განიმუხტა და თამაშიც განახლდა.

მატჩის შემდეგ კულიბალიმ მოკლე კომენტარი გააკეთა და შემდეგი განაცხადა: "მადლობა მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით კი, თანაგუნდელებს და "ლაციოს" ფეხბურთელებს. ასევე, ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებმაც შესანიშნავად გვიქომაგეს. ერთად დგომით ყველა
პრობლემის გადალახვა შეგვიძლია".

ამ თემაზე კომენტარი "ლაციოს" მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ გააკეთა; "არ ღირდა თამაშის შეწყვეტა რამდენიმე ათეული პროვოკატორის გამო. რასიზმთან ბრძოლის საუკეთესო ხერხი სრული იგნორია და არა თამაშის შეწყვეტა თუ გადადება.

ფერადკანიანი ფეხბურთელები ჩვენც გვყავს, მაგრამ მათთვის არავის უსტვენია - ეს იმას ნიშნავს, რომ კანის ფერი არაფერ შუაშია და ულტრასები უბრალოდ მიზეზს ეძებენ პროვოკაციის მოსაწყობად".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული