მილანის "ინტერში" კრიზისი ახსენეს...

AutoSharing Option
"ფიორენტინასთან" განცდილი მარცხის შემდეგ "ინტერის" მწვრთნელ-ფეხბურთელებმა პრესას ბოიკოტი გამოუცხადეს და კომენტარები არ გააკეთეს, თუმცა მილანში დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ და არსებული ვითარება შეაფასეს.

მართალია, ჟურნალისტებთან რობერტო მანჩინი არ გამოჩენილა, მაგრამ სამაგიეროდ, ჟუან ჟესუსმა და მაურო იკარდიმ გაგვიზიარეს შთაბეჭდილებები...

ჟუან ჟესუსი: "ჯერ კიდევ 7 ტურის წინ სატურნირო ცხრილის სათავეში ვიყავით, დღეს კი მეხუთე ადგილზე ვართ და თამაშის მოგება გვიჭირს. არადა, გუნდში დიდებული ფეხბურთელები არიან შეკრებილნი, რომლებსაც ურთულესი მიზნების მიღწევა შეუძლიათ.

ვფიქრობ, ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რადგან პირველ ტაიმს ყოველთვის კარგად ვატარებთ, მეორეში
და განსაკუთრებით, ბოლო წუთებში კი პრობლემები გვექმნება. ბევრს შრომობთ, თავს არ ვზოგავთ და ვიმედოვნებ, რომ კრიზისს მალე დავძლევთ. "ინტერს" შეუძლია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

მაურო იკარდი: "ბევრს საუბრობენ გუნდში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ მხრივ, ყველაფერი რიგზეა. ერთ მუშტად ვართ შეკრულნი და ერთად უნდა დავძლიოთ ის კრიზისი, რამაც უკან დაგვხია.

ვფიქრობ, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია მეორე ადგილზე გასვლა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ყოველგვარი პლეი ოფის გარეშე. ამისთვის მობილიზება და საკუთარი თავის რწმენაა საჭირო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეტი არაა ჩემი მტერი....მერდა:!!!
terasini
18:07 18-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული