მუნდიალი 2018: საუთგეიტმა დეფო თაროდან ჩამოიღო

AutoSharing Option
22 მარტს ინგლისის ნაკრები დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე" ამხანაგურად გაეჯიბრება ისტორიულ მეტოქეს, გერმანიას, ხოლო 26 მარტს "უემბლიზე" ლიტვას დაუხვდება. ეს უკვე მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაა. ინგლისი 4 ტურის მერე 10 ქულით (ბურთები 6-0-ზე) ლიდერობს ქვეჯგუფში.

გარეთ საუთგეიტის შემადგენლობა ცოტათი ექსპერიმენტული იქნება. მთავარი სიახლე ის გახლავთ, რომ ვეტერანი ფორვარდი ჯერმეინ დეფო (19 გოლი ნაკრებში) 2013 წლის მერე პირველად გამოიძახეს - 1218 დღეა, ნაკრებში არ უთამაშია. 34 წლის ვეტერან ფორვარდს მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი.

საინტერესოა ჯეკ ლივერმორის განაცხადში
მოხვედრაც. იანვარში "ჰალიდან" "ვესტ ბრომვიჩში" გადასულ ნახევარმცველს ნაკრებში 2012 წელს ერთი მატჩი აქვს ჩატარებული. იგი იტალიასთან ამხანაგურ შეხვედრაში 69-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ფრენკ ლამპარდის ნაცვლად.

გარდა ამისა, საუთგეიტმა 21-წლამდელთა ნაკრებიდან ნათან რედმონდი და ჯეიმს უორდ-პრაუსი დააწინაურა, რომლებსაც მშვენივრად იცნობს. "საუთჰემპტონის" ფეხბურთელებს დებიუტი ექნებათ.

"ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რადგან ნაკრებში თამაში თავიდანვე ჩემი ოცნება იყო და შემადგენლობაში დაბრუნება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის განსაკუთრებული რამაა. ფეხბურთი ყოველთვის მიყვარდა და მინდორზე მუდამ ბოლომდე ვიხარჯები. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ამას ვიმსახურებ. ყველას მადლობა გამხნევებისთვის. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ბიჭებს. ამჯერად, მე ყველაზე ასაკოვანი ვიქნები გუნდში, რაც ცოტა უცნაური შეგრძნებაა, მაგრამ არა უშავს" - აღნიშნა დეფომ.

გარეთ საუთგეიტი: "იგი წლიდან წლამდე ფენომენალური ხდება, მაგრამ მიმდინარე სეზონში განსაკუთრებით გამოვარჩევ, რადგან გააქვს ძალიან ბევრი და თამაშობს კარგად იმ გუნდში, რომელიც სხვებთან შედარებით, ცოტა მომენტს ქმნის. არ მინდა, რომ მის ასაკზე ზედმეტად გავაკეთოთ აქცენტი. იგი ყოველთვის დიდი სიამაყითა და შემართებით თამაშობდა ნაკრების მაისურით და ახალგაზრდებისთვის სამაგალითო უნდა იყოს".

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: ფრეიზერ ფორსტერი (საუთჰემპტონი), ჯო ჰარტი (ტორინო), ტომ ჰიტონი (ბარნლი);

მცველები: რაიან ბერტრანდი (საუთჰემპტონი), გარი კეჰილი (ჩელსი), ნათანიელ კლაინი (ლივერპული), ფილ ჯონსი (მანჩესტერი), მაიკლ კინი (ბარნლი), ლუკ შოუ (მანჩესტერი), კრის სმოლინგი (მანჩესტერი), ჯონ სტოუნსი (სიტი), კაილ უოკერი (ტოტენჰემი);

ნახევარმცველები: დელე ალი (ტოტენჰემი), მაიკლ ანტონიო (ვესტ ჰემი), როს ბარკლი (ევერტონი), ერიკ დაიერი (ტოტენჰემი), ადამ ლალანა (ლივერპული), ჯესი ლინგარდი (მანჩესტერი), ჯეიკ ლივერმორი (ჰალი), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი (არსენალი), ნათან რედმონდი (საუთჰემპტონი), რაჰიმ სტერლინგი (სიტი), ჯეიმს უორდ-პრაუსი (საუთჰემპტონი);

თავდამსხმელები: ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი), მარკუს რაშფორდი (მანჩესტერი), ჯეიმი ვარდი (ლესტერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთო ლეგიონერი ყავს მარტო ინგლისს
ზვიადი
21:16 17-03-2017
0
გიორგი,თუ შეიძლება ჩაასწორე

ლეივმორი ჰალის წევრი აღარაა,ვესტ ბრომვიჩის წევრია.
dato
00:28 18-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული