დღეს მუნდიალის ევროპული შესარჩევი ციკლის III ტურის მატჩები D, G და I ჯგუფებში გაიმართება

AutoSharing Option
ფოტოზე: ესპანეთის ნაკრები ალბანეთში
დღეს, 9 ოქტომბერს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის III ტურის მატჩები D, G და I ჯგუფებში გაიმართება.

D ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები სტუმრად უელსს დაუპირისპირდება (20:00 სთ, თბილისის დროით), სერბეთის ნაკრები ავსტრიას უმასპინძლებს, მოლოდვა კი ირლანდიას მიიღებს (ორივე 22:45 სთ).

- უელსი VS საქართველო - ბოლო შანსი?

ა გ თ ქ
1. უელსი 2 4
2. სერბეთი 2 4
3. ავსტრია 2 4
4. ირლანდია 2 4
5. საქართველო 2 0
6. მოლდოვა 2 0

G ჯგუფში
ისრაელის ეროვნული გუნდი ლიხტენშტაინს მიიღებს (20:00). სტუმრად ითამაშებენ ჯგუფის გრანდები იტალიისა და ესპანეთის ნაკრებები, რომლებიც 22:45 სთ-იდან, შესაბამისად, მაკედონიასა და ცხრილში გალიდერებულ ალბანეთს დაუპირისპირდებიან.

"ალბანეთი რომ ბრწყინვალე გუნდია, ეს ევრო 2016-ზეც გამოჩნდა. მოგვიწევს ჩვენი საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება", - თქვა თამაშის წინ ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ხულიენ ლოპეტეგიმ.

- გრაციანო პელე, რომელმაც მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა, იტალიის ნაკრებიდან გააგდეს [VIDEO]

ა გ თ ქ
1. ალბანეთი 2 6
2. ესპანეთი 2 4
3. იტალია 2 4
4. ისრაელი 2 3
5. მაკედონია 2 0
6. ლიხტენშტაინი 2 0

I ჯგუფში ფინეთი ხორვატიას უმასპინძლებს (20:00), მოგვიანებით კი ისლანდია-თურქეთისა და უკრაინა-კოსოვოს მატჩები (ორივე 22:45) დაიწყება. აღსანიშნავია, რომ უკრაინა-კოსოვოს შეხვედრა, გასაგები პოლიტიკური მიზეზების გამო, არა უკრაინაში, არამედ პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში ჩატარდება.

ა გ თ ქ
1. ხორვატია 2 4
2. ისლანდია 2 4
3. უკრაინა 2 2
4. თურქეთი 2 2
5. ფინეთი 2 1
6. კოსოვო 2 1
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული