არკადიუშ მილიკი მძიმედ დაშავდა

AutoSharing Option
ძალიან ცუდი ამბავი შეემთხვა არკადიუშ მილიკს და შესაბამისად, "ნაპოლის". 22 წლის პოლონელი ფორვარდი სანაკრებო შეხვედრისას უმძიმესად დაშავდა.

პოლონეთი-დანიის მატჩის ჩამთავრება მილიკმა ტრავმის გამო ვერ შეძლო, ექიმების გამოკვლევამ კი ცხადყო რომ არკადიუშს ჯვარედინი მყესი აქვს გაწყვეტილი. ის ნეაპოლში დაბრუნდება, სადაც ოპერაციას გაიკეთებს, სარეაბილიტაციო კურსს კი რამდენიმე თვე დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ" არკადიუშ მილიკი გონსალო იგუაინის შემცვლელად შეიძინა და მასში 25 მილიონი ევრო გადაიხადა. მილიკმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო და 6 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული