მუნდიალი 2018. შესარჩევი. III ტური. D ჯგუფი: შეუჩერებელი დუშანი [VIDEO]

AutoSharing Option
სერბეთის ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში მოუგო ავსტრიის ნაკრებს. თამაში სანახაობრივი და უხვგოლიანი იყო. სერბთა შემადგენლობაში კვლავ გამოირჩა დუშან ტადიჩი - "საუთჰემპტონის" შემტევმა 2 საგოლე პასი და ერთი გოლი მიითვალა, დუბლი კი ნიუკასლელმა ალეკსანდრ მიტროვიჩმა შეასრულა.

ავსტრია ორჯერ აგებდა, თუმცა ორივეჯერ გაათანაბრა და მხოლოდ მატჩის მიწურულსღა გაუშვა მატჩის გმირ ტადიჩისაგან.

როგორც მოსალოდნელი იყო, ირლანდიამ არად ჩააგდო არაერთი საკვანძო ფეხბურთელის არყოფნა და კიშინიოვიდან 3 ქულა წაიღო. ერთი პირობა, მოლდოველებმა ანგარიშიც გაათანაბრეს, თუმცა "სამყურების" კლასმა მაინც თავისი გაიტანა.

სერბეთი-ავსტრია 3:2
1:0 მიტროვიჩი (6), 1:1 ზაბიტცერი
(15), 2:1 მიტროვიჩი (23), 2:2 იანკო (62), 3:2 ტადიჩი (74)
სერბეთი: სტოიკოვიჩი, ივანოვიჩი, კოლაროვი, რუკავინა (90. მაკსიმოვიჩი), ს. მიტროვიჩი, ნასტასიჩი, ფეიზა, ტადიჩი, მილოიევიჩი, კოსტიჩი (66. კატაი), ა. მიტროვიჩი (77. გუდელი).
მწვრთნელი: სლავოლიუბ მუსლინი
ავსტრია: ოზკანი, კლაინი, დრაგოვიჩი (71. პრიოდლი), ალაბა, ჰინტერეგერი, ვიმერი, იანუზოვიჩი (63. შოპფი), ბაუმგარტლინგერი (58. ილსანკერი), ზაბიტცერი, იანკო, არნაუტოვიჩი.
მწვრთნელი: მარსელ კოლერი
გაფრთხილება: კოლაროვი, ტადიჩი, მილოევიჩი - ბაუმგარტლინგერი
არბიტრი: ი. ერიკსონი
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოლდოვა-ირლანდია 1:3
0:1 ლონგი (2), 1:1 ბუგაიოვი (45), 1:2 მაკლინი (69), 1:3 მაკლინი (76)
მოლდოვა: კალანჩეა, ბორდიანი, არმაში (36. გოლოვატენკო), ბოლოჰანი, პოსმაჩი, კოჟოკარი, გაცკანი, ანდრონიკი (63. სიდორენკო), ზასავიჩი (61. ჩებოტარუ), დედოვი, ბუგაიოვი.
მწვრთნელი: იგორ დობროვოლსკი
ირლანდია: რენდოლფი, კოულმენი, ვორდი, კლარკი, დაფი, ველანი, ჰულაჰანი (86. ოკინი), მაკარტი (81. მეილერი), მაკლინი, ლონგი (63. დოუდა), უოლტერსი.
მწვრთნელი: მარტინ ონილი
გაფრთხილება: ბუგაიოვი, დედოვი, გაცკანი, კოჟოკარი - კოულმენი, უოლტერსი
არბიტრი: ი. კელე
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სერბეთი 3 2 1 0 8-4 7
2. ირლანდია 3 2 1 0 6-3 7
3. უელსი 3 1 2 0 7-3 5
4. ავსტრია 3 1 1 1 6-6 4
5. საქართველო 3 0 1 2 2-4 1
6. მოლდოვა 3 0 0 3 1-10 0

მომდევნო მატჩები
12 ნოემბერი
საქართველო-მოლდოვა, უელსი-სერბეთი,ავსტრია-ირლანდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ირლანდიის კლასი არ გაიშვა არსად. რითაც ჩამოვრჩებით არის ფიზიკური კონდიციები და ორგანიზებულობა. ისევე როგორც სხვა განვითარებული ქვეყნების გუნდებს.
ირიში
08:43 10-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული