ნეიმარი პსჟ-ში - რა მოხდება სუპერტრანსფერის შემდეგ

AutoSharing Option
თუ განხორციელდა, ეს იქნება ყველაზე შოკისმომგვრელი ტრანსფერი ზაფხულში, შესაძლოა, ათწლეულშიც ან სულაც საუკუნეში - 25 წლის ბრაზილიელი ბიჭი 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ბარსელონადან" პსჟ-ში მიდის...

ყველას ახსოვს, რომ მსოფლიოს რეკორდი ტრანსფერებში პოლ პოგბასა და "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნით და 105 მილიონ ევროს შეადგენს, ნეიმარის ტრანსფერი კი მსოფლიოს რეკორდს ორჯერ და მეტად დაამხობს! ეს საოცარი ტრანსფერი იქნება არა მარტო იმიტომ, რომ რეკორდი დამყარდება, კლუბი, საიდანაც სუპერვარსკვლავს წასლვა სურს, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

მაშ, რას ნიშნავს ეს ტრანსფერი "ბლაუგრანასთვის", დანარჩენი საფეხბურთო სამყაროსთვის,
ვინ იგებს, ვინ იქნება შარში? ქვემოთ ჯერ არშემდგარი სუპერტრანსფერის პოტენციულ მოგებულებზე და წაგებულებზე ვილაპარაკებთ...

მოგებულები
ნეიმარ სენიორი
როცა ნეიმარ ჯუნიორი "ბარსელონაში" გადავიდა, მისი მამა, ნეიმარ სენიორი 40 მილიონით გამდიდრდა, რატომ, ვერავინ გაიგო. სწორედ ამ და სხვა მიზეზების გამო, "ბარსას" პრეზიდენტი, ვინც ეს ტრანსფერი გაჩარხა ციხეში წავიდა. ახლაც, უფროსი ნეიმარი პსჟ-ისგან ელის მსხვილ ბონუსს, მან დაარწმუნა შვილი, რომ ყატარელთა ხელში მყოფ "სენ-ჟერმენში" გადავიდეს. ჟორჟე მენდეში და მინო რაიოლა, ალბათ, შურით სკდებიან მამა ნეიმარის მოხერხებულობის გამო.

Qatar
Qatar-ს ცუდი კვირები ჰქონდა, ჯერ დონალდ ტრამპმა და საუდის არაბეთმა გამოაცხადეს, რომ ეს კომპანია საშინელია, შემდეგ "ბარსელონამ" ოფიციალურად მოიცილა მაისურის სპონსორობიდან იგი. ასე დაკარგა ავიახაზებმა მისასვლელი გზა მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ფეხბურთელების სამეულიდან ორთან - ლეო მესისთან და ნეიმართან. სწორედ ეს კომპანია ფლობს პსჟ-ს და ნეიმარის გამოსასყიდ თანხასაც ის იხდის.

შედეგად, კომპანია ხელში ჩაიგდებს ახალგაზრდა ფეხბურთელებში ყველაზე გაყიდვად ფეხბურთელს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ 2022 წელს მუნდიალს ყატარი მასპინძლობს. რა მოსახერხებელია!

უნაი ემერი
მან "მოახერხა" თითქმის შეუძლებელი - ვერ მოიგო ლიგა 1. ის მოხსნას გადაურჩა. ალბათ, იმიტომ, რომ მფლობელებმა ჩათვალეს, რომ კლუბს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების ხუთეულიდან ერთი მაინც უნდა ჰყავდეს, ზლატანის წასვლის მერე კი ასეთი გუნდში არ იყო. რა თქმა უნდა, უნაი ემერის საქმეს გაუიოლებს ნეიმარის ყოლა.

არსენალი
საიდან სადაო? პსჟ ვეღარ შეძლებს ერთდროულად ნეიმარის სუპერტრანსფერზე ზრუნვასა და ალექსის სანჩესის ყიდვას. ასე რომ, "არსენალი" კიდევ ერთი წლით შეინარჩუნებს საუკეთესო ფეხბურთელს. ეს მოკლევადიანი გამარჯვებაა, რადგან მერე ჩილელი უფასოდ წავა გუნდიდან.

პსჟ-ის ბრაზილიელები
პსჟ-ის ისტორიას ბევრი მაღალი კლასის ბრაზილიელი ახსოვს. ახლა გუნდში თამაშობენ ლუკას მოურა, მარკინიოსი, ტიაგო მოტა, ტიაგო სილვა, დანი ალვეში. ახლა თუ მათ ნეიმარი შეუერთდა, ერთი დიდი კოლონია გამოდის...

ლიგა 1
ტალანტების სამჭედლოა, პრემიერლიგის ბოლო სამი საუკეთესო ფეხბურთელი, აქ დაფრთიანდა, მაგრამ ნეიმარის დამატება ლიგას სოლიდურობას შესძენს. ნეიმარი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, ეს თავისთავად გაძლიერებაა, მაგრამ მისი გადასვლა ინტერესის გაძლიერება, მარკეტინგული და Pღ წინსვლა იქნება.

წაგებულები
ბარსელონას ბორდი
როგორც კი "ბარსელონა" ან "რეალი" ფეხბურთელს ყიდულობს ნათელია, რომ ისინი მაშინ წავლენ, როცა ესპანურ გრანდებს არ დასჭირდებათ. მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც - თუნდაც ლუიშ ფიგუს წასვლა 2000 წელს "ბარსადან" "რეალში".

ნეიმარის ტრანსფერი არანაკლებ რეზონასს გამოიწვევს. როცა 2016 წელში ბრაზილიელთან ახალ კონტრაქტს აფორმებდნენ, "ბარსას" ბოსები შეცდნენ, როცა ასეთი "მცირე" გამოსასყიდი თანხა ჩაუწერეს - 222 მილიონი ევრო. მაგალითისთვის, კრიშტიანო რონალდოს გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევროა. "ბარსას" ბორდის წევრები ასეთი წინდახედულები არ გამოდგნენ.

ერნესტო ვალვერდე
"ბარსელონას" მწვრთნელობა არასოდეს ყოფილა იოლი, მაგრამ ვალვერდეს დიდი უპირატესობა აქვს MSN (მესი, ნეიმარი, სუარესი). ამ ტრიოს დაშლა კი მწვრთნელს ძალიან არ აწყობს. ვალვერდეს განაპირა მცველისა და ნახევარმცველის პრობლემაც ეყოფა, ნეიმარის შემცვლელის მოძებნა კი დიდი თავსატეხია.

ლიონელ მესი
ლეო მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მასაც სჭირდება კარგი თანაგუნდელები მიზნის მისაღწევად, შეტევაში მას მაღალი კლასის პარტნიორები სჭირდება, როგორიც სუარესი და ნეიმარი არიან. სუარესი მაგალითისთვის, ბომბარდირთა დავაში მეორე იყო, ასისტენტებში - პირველი. ნეიმარი ასისტენტებში მეორე იყო ლა ლიგაში და პირველი საგოლე შანსების შექმნაში. მესის და ნეიმარს სინქრონიზაციამდე აქვთ დახვეწილი თავიანთი ტანდემი. მესის შეუძლია უკან დახევა და სიღრმიდან შეტევა, რადგან იცის, რომ იქ ნეიმარი შანსს ხელიდან არ გაუშვებს.

მისი წასვლის შემდეგ კი არგენტინელს სიღრმიდან შეტევის ფუფუნება აღარ ექნება, სანამ ნეიმარის დონის შემცვლელს არ იპოვნიან. ეს კი ზედმეტ სირბილს ნიშნავს მესისთვის, რომელსაც გაისად მუნდიალის მოგების ბოლო შანსი აქვს და ზაფხულამდე ლიმონივით გამოწურული მისვლა არ აწყობს.

ლა ლიგა
ესპანური ლიგის ორგანიზებაში უდიდესი პრობლემებია, მაგრამ სანამ ლიგას მესი და რონალდო ჰყავს, მარტო მათი დუელი აინტრიგებს ფანებს. მაგრამ ერთი 32-ის, მეორე კი 30 წლისაა. "ლოს ბლანკოსს" ბევრი ახალგაზრდა ტალანტი ჰყავს, აი, "ბარსაში" კი ნეიმარის იქით უმაღლესი კლასის ახალგაზრდა ძნელად საპოვნელია. თუ ლა ლიგა ნეიმარს დაკარგავს, დაკარგავს დიდ შემოსავალსაც.

იულიან დრაქსლერი
დრაქსლერი იანვარში გადავიდა პსჟ-ში და იქ დიდებულად მოეწყო. მისი კარიერა პიკისკენ მიიწევს, დრაქსლერი გერმანიის ნაკრების კაპიტანიც კი გახდა! ახლა კი, თუ ბრაზილიელი პარიზში მივა, იულიანს ან პოზიციის, ანაც კლუბის შეცვლა მოუწევს, რადგან ორივე მარცხენა გარემარბია.

ნეიმარი
დიახ, ამ ტრანსფერით (სპორტული თვალსაზრისით) თავად ნეიმარიც წააგებს. ფინანსურად, რა თქმა უნდა, ნეიმარი ძალიან ბევრს მოიგებს. იგი მიდის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბიდან, ერთ-ერთი საუკეთესო ლიგიდან. გადადის უარეს კლუბსა და ლიგაში.

ბევრი მიიჩნევს, რომ ასეთ კლუბში გადასვლა ნეიმარისთვის დიდი გამოწვევა იქნება. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ დიდი გამოწვევა მისთვის "ბარსელონაში" და დარჩენაა და "რეალის" ჰეგემონიის დამხობაა. თანაც, ბრაზილიელ ფეხბურთელთა ჩვევაა - მათი უდიდესი უმრავლესობა იწყებს დიდებულად, 25-26 წლის ასაკიდან კი უკვე კომფორტულად გრძნობს თავს, დიდად თავს არ იკლავს და შესაბამისად, წინ ვეღარ მიდის. არსებობს ყველა წინაპირობა, რომ ბრაზილიელს ზუსტად ეს დაემართოს პსჟ-ში...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რეალის ჰეგემონია მსოფლიოში უნდა დაეწერა
თენგოს
20:55 26-07-2017
0
რეალის ჰეგემონია ესპანეთში რაში გამოიხატება თქვენი აზრით... ბოლო 10 წელიწადში მოგებული 2 ჩემპიონატით ;)
თენგო
17:33 26-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული