ნეიმარს კლასიკომდე ვარჯიშზე შეხლა-შემოხლა მოუვიდა ახალ თანაგუნდელ ნელსონ სემედუსთან.
- ნეიმარმა და ნელსონ სემედუმ ვარჯიშზე იჩხუბეს [VIDEO]
მართალია, შემდეგ "რეალთან" დაპირისპირებაში ორი საგოლე პასი მიითვალა და საერთაშორისო ჩემპიონთა თასი 3 გოლით დაასრულა, მაგრამ ცხადი გახდა, რომ ნეიმარს თანდათან ეძაბება სიტუაცია თანაგუნდელებთან.
ისიც ვთქვათ, რომ მატჩის მერე მან რამდენიმე წუთი "რეალის" გასახდელში გაატარა.
სწორედ ეს კომპანიაა ფრანგული კლუბის მფლობელი. ურთიერთშეთანხმებით, ბრაზილიელი გახდება 2022 წლის მუნდიალის ოფიციალური ელჩი. მოგეხსენებათ, 2022 წლის მუნდიალი ყატარში უნდა გაიმართოს. ამაში ნეიმარი მიიღებს 300 მილიონ ევროს 5 წლის განმავლობაში. აი, ასე მიიღებს ნეიმარი საკუთარი თავის გამოსასყიდ ფულს, რომელიც 222 მილიონ ევროს შეადგენს.
"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, ნეიმარი ამერიკული ტურნეს მერე ჩინეთში მიდის, იქიდან კი ყატარში აპირებს ვიზიტს. "ბარსელონა"? ესპანური გამოცემა ამტკიცებს, რომ "ბარსელონას" განკარგულებაში ნეიმარ ჯუნიორი აღარ გამოცხადდება...
* * *
საფრანგეთის სუპერთასის შემდეგ დანი ალვეშმა პრესკონფერენციაზე დრო დაუთმო ნეიმარის თემასაც. ბრაზილიელმა ყოფილ თანაგუნდელსა და მეგობარს პირდაპირ მოუწოდა, გადმოდი პსჟ-ში, გადადგი გაბედული ნაბიჯიო. ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"