"პარი სენ ჟერმენმა" ლუკას მოურა წარადგინა

AutoSharing Option
ყატარში, მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა პარიზულმა კლუბმა გუნდის ახალწვეული, ლუკას მოურა წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ პარიზელებმა 20 წლის ბრაზილიელი ჯერ კიდევ ზაფხულში შეიძინეს, მაგრამ "სან პაულოში" იანვრამდე დარჩენის უფლება მისცეს. ახლა კი 45 მილიონ ევროდ შეძენილი ლუკასი უკვე "პარი სენ ჟერმენშია".

"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან კლუბში მენდობიან და ჩემზე დიდ იმედს ამყარებენ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ. ჩემთვის აქ მოხვედრა დიდი გამოწვევაა, რადგან პსჟ ვითარდება და ყოველდღიურად იზრდება. ამ გუნდში მოხვედრა ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია," – განაცხადა ლუკას მოურამ
პრეზენტაციაზე.

ლუკასის შესახებ ჟურნალისტებთან ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ისაუბრა: "ერთად მხოლოდ რამდენიმე ვარჯიში ჩავატარეთ, მაგრამ მასზე ბევრი რამ მსმენია. ვიცი, რომ ის უმაღლესი დონის და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. ორი აზრი არ არის, ის ჩვენ აუცილებლად გაგვაძლიერებს და დაგვეხმარება," – განაცხადა შვედმა.

ლუკასი სეზონის ბოლომდე 29-ე ნომრით ითამაშებს. ახალგაზრდა ბრაზილიელი პირველი ყოფილი "სანპაულოელი" არ გახლავთ, ვინც პარიზულ გუნდში გადავიდა. გუნდის ამჟამინდელი სპორტული დირექტორი ლეონარდო ასევე თამაშობდა "სან პაულოსა" და "პარი სენ ჟერმენში", ისევე, როგორც 1994 წლის მსოფლიოს კიდევ ერთი ჩემპიონი, ლეგენდარული სოკრატესის ძმა რაი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუკას მოურა პარი სენ ჟერმენისთვის ემზადება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული