ინგლისელი ვარკვლავი ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში "ბარსელონასთან" სასტარტო შემადგენლობაში იყო, 75-ე წუთზე კი ის მარკო ვერატიმ შეცვალა.
ბექჰემს კრიტიკის ქარ-ცეცხლი ფრანგულმა პრესამ დაატეხა - ჟურნალისტების აზრით, დევიდი ამდენი ხნით მოედანზე ყოფნას არ იმსახურებდა.
"ბექჰემმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ის თამაშში გეგმის მიხედვით მოქმედებდა. არ მესმის მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკის. ეს უსამართლობაა.
ბექჰემმა შესაძლოა საპასუხო მატჩშიც ითამაშოს. კლუბის არცერთ მფლობელს - ბერლუსკონის, აბრამოვიჩსა თუ ნასერს, ჩემთვის არასდროს
ძალიან მაშფოთებს, ზიგიერთები ასეთ რამეს რომ ეჭვობენ", - აქვეყნებს ანჩელოტის ნათქვამს goal.com.
"მე ბეჰქემის არც ფანი ვარ და არც მეგობარი, უბრალოდ, ობიექტური ვარ არჩევანისას. ბექჰემი 37 წლის ასაკშიც იმსახურებს თამაშს.
მე მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს - დავეხმარო პსჟ-ს ტიტულების მოპოვებაში, იქნება ეს ქვეყნის ჩემპიონატში გამარჯვება, თასსა თუ თუნდაც ჩვენთვის საოცნებო ჩემპიონთა ლიგაში", - დასძინა იტალიელმა სპეციალისტმა.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩის მიმოხილვა: კრება დარჩა მხიარული
პსჟ-ბარსელონა 2:2 - პარიზული ფრე სტუმართა სასარგებლოდ [VIDEO]