15:13 24-11-2015
საფრანგეთის ჰიმნზე გადაფურთხებისთვის ბენზემას ნაკრებიდან მოკვეთა ემუქრება [VIDEO]
AutoSharing Option
ფეხბურთელს "რეალი"-"ბარსელონას" მატჩის დაწყების წინ, პარიზის ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად შესრულებული "მარსელიეზას" დროს დუმილისა და ჰიმნის დასრულების შემდეგ გადაფურთხებისთვის კიცხავენ.
მორანო "რეალის" ფორვარდს ქვეყნისადმი უპატივცემულობაში ადანაშაულებს.
"ბენზემა საფრანგეთის ნაკრებიდან უნდა გაირიცხოს. ქარიმმა "მარსელიეზას" დასრულებისთანავე გადააფურთხა. ეს არა მხოლოდ დაღუპულთა და მათი ოჯახების, არამედ მთელი ერის შეურაცხყოფაა, - აქვეყნებს მორანოს ნათქვამს Le Figaro.
ევროპარლამენტარს ასევე არ მოეწონა ის, რომ ბენზემა ჰიმნის დროს დუმდა.
შეგახსენებთ, რომ "რეალი"-"ბარსელონას" მატჩი 22 ნოემბერს გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მაგას შავი ტრუსიკი აცვია ქვეშ! ნამდვილად ტერორისტი იქნება! პარანოია! პარანოია!
0
0
ჯერ სად ხართ !!!!
0
0
ერთი თუქრქი და აზერბაიჯანის ბალეშიკები არიან უდანაშაულო დამეორე ეს
0
0
მაგან2-3 წლის წინადაც ჰიმნი შეგნებულად არ იმღერა
0
0
ეს ქალბატონი ნაციონალისტური აზროვნებით გამოირჩევა მაგრამ ბენზემა საერთოდ არასდროს არ მღერის საფრანგეთის ჰიმნს და არამარტო ბენზემა არც ნასრი არ მღეროდა და საერთოდ წარმოშობით არაფრანგები უმრავლესობა არ მღერის
0
0
fanat-ს. გეთანხმები, შეიძლება მასეც იყოს, მაგრამ ბენზემა და მისი ოჯახი მაგარი მორწმუნე მუსლიმია და აქ შეიძლება სხვა რამეც ამოიკითხოს ადამიანმა.
0
0
.... ააქვთ ამათ?! დამთავრდა ჰიმნი და გადააფურთხა,სპორტსმენია კაცი, ნერწყვი მოადგა, დარწმუნებული ვარ სხვა დრო რომ ყოფილიყო ამას არავინ მიაქცევდა ყურადღებას!!
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული