საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ქარიმ ბენზემას ნაკრებიდან მოკვეთას ითხოვს

AutoSharing Option
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი აცხადებს, რომ მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა საფრანგეთის ეროვნული გუნდიდან მოკვეთას იმსახურებს, მატიო ვალბუენას შანტაჟის საქმესთან კავშირის გამო.

"მსგავს ინციდენტში გარეული მინისტრი რომ ყოფილიყო, ის უმალ დატოვებდა თანამდებობას. ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებიც, გარკვეულწილად, ბევრისთვის არიან სამაგალითონი და შესაბამისად, თავიანთი ნამოქმედარის გამო პასუხსაც უნდა აგებდნენ. თუკი ფეხბურთელი ვერ აკონტროლებს თავს, ის არც ეროვნულ ნაკრებში ყოფნას იმსახურებს", - აქვეყნებს ვალსის ნათქვამს Le Figaro.

5 ნოემბერს ბენზემას ნაკრებში მისი თანაგუნდელის, ვალბუენას შანტაჟში დასდეს ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, ბოროტმოქმედები ფეხბურთელს ინტიმური ხასიათის
პირადი ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ და თანხას სძალავდნენ, მოთხოვნებს კი ბენზემას პირით უყენებდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული