ყველაფერი "ალიანც რივიერაზე" დაიწყო, სადაც "პარი სენ-ჟერმენს" "ნიცას" წითელმა ბარათმაც წაუკრა ხელი და პარიზელებმა ცალი ფეხით მოიგეს. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავი ორჯერ გამოიჩინა და ბომბარდირთა დავაში კუთვნილი პირველი ადგილი დაიბრუნა. პსჟ კი 17 ტურის მერე 15-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს...
"ანჟერმა" კიდევ ერთი სენსაცია გამოაცხო და მართალია, აშკარა კრიზისში მყოფ "ლიონს" მოუგო, მაგრამ "ჟერლანზე"
ლასინა ტრაორემ გაამარჯვებინა "მონაკოს". მონეგასკებმა მისი წყვილი გოლით კორსიკიდან 3 ქულა წამოიღეს.
"ლილის" გმირი იასინ ბენზია გახლდათ, რომელმაც ორჯერ გაუტანა "კაენს", პასუხად კი ლილელებმა ოდენ ერთი ბურთი მიიღეს. მიუხედავად მარცხისა, "კაენი" მესამე ადგილზეა.
"ტულუზისა" და "ლორიანის" დრამატულ შეხვედრაში ორი ბურთის ავტორი ბენჟამინ ჟანო გახლდათ. მართალია, ტულუზელებმა ეს გოლები გაქვითეს, მაგრამ მესამე რომ გაუშვეს, იქ უკვე უძლურები აღმოჩნდნენ. გუნდი გასავარდნ ზონაში რჩება.
"მონპელიე" კაზიმირ ნინგას ზუსტი დარტყმების წყალობით ორჯერ უგებდა "ველოდრომზე" "მარსელს", მაგრამ მიჩელის ბიჭებმა ის მაინც შეძლეს, რომ ქულა გადაარჩინეს.
ჯაბა კანკავამ "რეიმსის" რიგებში 76 წუთი ითამაშა და "გეგმიური" ყვითელი ბარათიც მიიღო. მისი გუნდი გამოკვეთილ აუტსაიდერსა და ჯერაც მოუგებელ "ტრუას" მასპინძლობდა, მაგრამ სამწუხაროდ, რეიმსელებმა მოგება ვერ შეძლეს.
"გაზელეკ აიაჩოს" წაუგებელ სერიას "ნანტი" დაემუქრა, რომელსაც თავისი მოუგებელის შეწყვეტა სურდა, მაგრამ მიშელ დერ ზაქარიანის გუნდს ცოტა დააკლდა, ბოლოსკენ მაინც გაუშვა და ახლა "იადონებს" უკვე 5 ტურია, არ უმარჯვიათ, ხოლო კორსიკელები 7 ტურია, არ დამარცხებულან.
სტუმრების აბსოლუტური დომინაციის ფონზე, უკვე ცოტა უცნაურიც კი იყო მასპინძელი გუნდის გამარჯვება, თანაც ცუდ ფორმაში მყოფი "ბორდოსი". თუმცა საქმე ისაა, რომ "გენგამი" კიდევ უფრო ცუდ ფორმაშია. ჟირონდელებს სედრიკ იამბერეს ეულმა გოლმა მოაგებინა და ვილი სანიოლმა სულ ოდნავ ამოისუნთქა.
"სენტ ეტიენი" გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ზონასთან სხვაობას ერთ ქულამდე შეამცირებდა, მაგრამ "მწვანეებსაც" არ გამოუვიდათ საკუთარ კედლებში მოგება და "ჟოფრუა გიშარიდან" "რენს" ქულა გაატანეს.
XVII ტური
ნიცა-პსჟ 0:3
გოლები: 0:1 კავანი (35), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (44-პენ.), 0:3 იბრაჰიმოვიჩი (61)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა - სტამბული, ტიაგო მოტა (76. ლავესი), მატუიდი (58. რაბიო) - დი მარია, კავანი, იბრაჰიმოვიჩი (77. ლუკასი)
გაძევება: ჰულტი (43. ნიცა)
ლიონი-ანჟერი 0:2
გოლები: 0:1 ნ’დოი (17), 0:2 ნ’დოი (81)
ლიონი (4-4-2): ანტონი ლოპეში - ტოლისო, ბ. კონე, მორელი, ბედიმო - ფერი, ტუსარი (61. გრენიე), მვუემბა (46. კორნიე), მალბრანკი (63. დარდერი) - ვალბუენა, ლაკაზეტი
გაზ. აიაჩო-ნანტი 1:1
გოლები: 0:1 სალა (56), 1:1 ტშიბუმბუ (84)
ბასტია-მონაკო 1:2
გოლები: 0:1 ტრაორე (72), 0:2 ტრაორე (84), 1:2 რომენი (90)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი – ტურე, უოლასი, რ. კარვალიო, ელდერსონი - ფაბინიო, ბაკაიოგო - დირარი (86. ელდერ კოშტა), კოენტრაო (35. ბ. სილვა), ბოშილია (70. ლემარი) - ტრაორე
კაენი-ლილი 1:2
გოლები: 0:1 ბენზია (72), 0:2 ბენზია (84), 1:2 დელორი (70-პენ.)
რეიმსი-ტრუა 1:1
გოლები: 1:0 დე პრევილი (36), 1:1 პი (47)
ტულუზი-ლორიანი 2:3
გოლები: 1:0 კანა-ბიიკი (41), 1:1 ჟანო (47), 1:2 ჟანო (48), 2:2 ბენ იედერი (59), 2:3 მესლუბი (76)
მარსელი-მონპელიე 2:2
გოლები: 0:1 ნინგა (32), 1:1 კაბელია (48), 1:2 ნინგა (56), 2:2 სარი (72)
ბორდო-გენგამი 1:0
გოლი: 1:0 იამბერე (62)
სტ. ეტიენი-რენი 1:1
გოლები: 0:1 პედრო ენრიკე (40), 1:1 ესერიკი (78-პენ.)
ბომბარდირები: 12 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 11 - ბილე მუკანჯო (ლორიანი); 10 - მიში ბატშუაი (მარსელი); 9 - ედინსონ კავანი (პსჟ); 7 - ატემ ბენ არფა (ნიცა); 6 - ვალერი ჟერმენი (ნიცა), მარტინ ბრეიტვეიტი (ტულუზა), ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი), ანდი დელორი (კაენი).
მომდევნო ტური
11 დეკემბერი:
რენო-კაენი
12 დეკემბერი:
რეიმსი-ნიცა, ტრუა-ბასტია, ნანტი-ტულუზა, ლილი-ლორიანი, მონპელიე-გენგამი
13 დეკემბერი:
მონაკო-სტ. ეტიენი, ანჟერი-ბორდო, მარსელი-გაზ. აიაჩო, პსჟ-ლიონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"