არადა, მიჩელის კლუბი ბოლო დროს ძალიან იშვიათად აგებს და ცხრილში ნელ-ნელა წინ მიიპარება. ამ შეხვედრის შედეგს სატუნირო კუთხითაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს გუნდები ცხრილში ერთმანეთის მეზობლები არიან.
"სენტ ეტიენი" იმავე დღეს "რეიმსს" ესტუმრება.
ჯაბა კანკავასა და მის თანაგუნდელებს წარმატებები უნდა ვუსურვოთ, თორემ რეიმსელები გასავარდნ ზონასთან ძალიან ახლოს არიან. კრისტოფ გალტიეს "სენტ ეტიენი" კი სამეულში შესვლას ლამობს, მიზანი და
ინტერესს იწვევს კვირას გასამართი მესამე შეხვედრაც. "ტულუზი" აშკარად მოყოჩაღდა და ყველანაირად იბრძვის იმისთვის, რომ უსაფრთხო ზონაში გადმოინაცვლოს.
ასე რომ, ტულუზელები "ლუი მეორეზეც" ბოლომდე იბრძოლებენ. "მონაკო" კი მეორე ადგილზე გადავიდა და იქ ფესვების გადგმას აპირებს. მონეგასკებს მდევრები ძალიან ახლოს ჰყავთ და ქულების კარგვის უფლება საკუთარ თავს არ უნდა მისცენ.
"პარი სენ-ჟერმენზე" კი დიდი ხნის წინ შევთანხმდით, რომ ბევრს აღარ ვსაუბრობთ. სამაგიეროდ, პარიზელები თავად გვესაუბრებიან მოედნიდან თავიანთი თამაშით და რამდენი ტურიც არის გასული, იმდენი ქულით ზრდიან ხოლმე უპირატესობას უახლოეს მდევართან. 21-ქულიანი უპირატესობა ჯერ ოფიციალურად არ უნაღდებს პირველ ადგილს ლორან ბლანს, მაგრამ დანარჩენი უკვე ფორმალობაა.
უბრალოდ, დედაქალაქელები მაინც ყველანაირად ეცდებიან, რომ უახლოესი მატჩებიც მოიგონ, რადგან მერე მშვიდად და სრულად გადაერთონ ჩემპიონთა ლიგაზე. მეტოქე კი მაინც მესამეადგილოსანია...
22 იანვარი
რენი-გაზ. აიაჩო 23:30
23 იანვარი
პსჟ-ანჟერი 20:00
გენგამი-ბასტია 23:00
ნანტი-ბორდო 23:00
ლილი-ტრუა 23:00
მონპელიე-კაენი 23:00
ნიცა-ლორიანი 23:00
24 იანვარი
მონაკო-ტულუზი 17:00
რეიმსი-სტ. ეტიენი 20:00
ლიონი-მარსელი 00:00
ბომბარდირები: 16 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 12 - მიში ბატშუაი (მარსელი); 11 - ბილე მუკანჯო (ლორიანი); 10 - ედინსონ კავანი (პსჟ); 9 - ატემ ბენ არფა (ნიცა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"