თანაც მათი უშუალო კონკურენტები "ნიცა" და "რენი" ერთმანეთს ხვდებიან და "ჟერლანის" ბინადრებმა ამით უნდა ისარგებლონ. ერთი ესაა, ამ სეზონში "ლიონი" სტუმრად ძალიან ცუდად თამაშობს.
ცენტრალური მატჩი სწორედ "ალიანც რივიერაზეა", სადაც ადგილობრივი "ნიცა", რომელსაც პსჟ-სთან წაგების მერე "ლიონი" ორი, ხოლო "რენი" ქულით გაექცა, ბრეტანელების დამარცხებას ეცდება. მთავარი დამრტყმელი ძალა იცით, რომ ატემ ბენ
იმედს არ კარგავს "სენტ ეტიენი", ვისაც კონკურენტებისგან განსხვავებით, ძალიან ადვილი მატჩი აქვს ბოლოადგილოსან "ტრუასთან". თუ "მწვენეებმა" საკუთარ "ჟოფრუა გიშარზე" ტრუელებსაც ვერ მოუგეს, მაშინ ევროტურნირებზე არც არაფერი ესაქმებათ.
საინტერესო იქნება, მე-7 ადგილზე წამოჩიტული "ლილისა" და "მონაკოს" დუელიც. ლილელები კარგ ფორმაში არიან და ევროზონისთვის გაბრძოლების შანსი გაუჩნდათ. მონეგასკებს კი მდევრები საკმაოდ მოუახლოვდნენ და ლეონარდო ჟარდიმი ყურადღებით უნდა იყოს.
დაიძაბა სიტუაცია გადარჩენისთვის მებრძოლ გუნდებს შორისაც. "ტულუზი" არ ნებდება და წესით "ბასტიასთან" საშიანო მატჩშიც უნდა იმარჯვოს, რაც იმას ნიშნავს, რომ "გაზელეკ აიაჩო" და "რეიმსი" ფრთხილად უნდა იყვნენ. პირველს "ანჟერთან" სტუმრობა ელის, მეორე კი "ნანტს" მასპინძლობს.
ჩემპიონი "პარი სენ-ჟერმენის" მატჩს დიდი ხსენება აღარ სჭირდება. დედაქალაქელებს ლიგა 1-ის აღარც სცალიათ, რადგან "სიტისთან" საშინაო 2:2-ზე ნერვიულობენ და საპასუხო მატჩისთვის ემზადებიან. პარიზელებს "გენგამთან" აქვთ ვოიაჟი, რომელსაც ეიმედება, რომ ქულას მაინც გამორჩება, რადგან ბრეტანელებს მეტი სიმშვიდისთვის ქულები არ აწყენთ.
8 აპრილი
მონპელიე-ლიონი 22:30
9 აპრილი
გენგამი-პსჟ 19:00
ანჟერი-გაზ. აიაჩო 22:00
სტ. ეტიენი-ტრუა 22:00
კაენი-ლორიანი 22:00
რეიმსი-ნანტი 22:00
ტულუზი-ბასტია 22:00
10 აპრილი
ლილი-მონაკო 16:00
ნიცა-რენი 19:00
მარსელი-ბორდო 23:00
ბომბარდირები: 30 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 16 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 14 - ედინსონ კავანი (პსჟ), მიში ბატშუაი (მარსელი); 13 - ატემ ბენ არფა (ნიცა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"