36 წლის მოთამაშე ახლოსაა იმასთან, რომ ბრაზილიური "კურიტიბას" ფეხბურთელი გახდეს. კლუბი მზადაა, რონალდინიოს თვეში 88 ათასი ევრო გადაუხადოს, აგარაკი და პირადი დაცვა დაუქირაოს.
ბრაზილიის ჩემპიონატის გასულ სეზონში "კურიტიბამ" სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ რონალდინიოს ბოლო კლუბი "ფლუმინენსე" იყო, რომელიც მან 2015 წლის სექტემბერში დატოვა.
მომზადებულია ESPN-ის მიხედვით