ლუიშ ფელიპე სკოლარი: ინგლისელებს დომინირების უფლება მივეცით [VIDEO]

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი მიიჩნევს, რომ მისმა გაწვრთნილებმა ინგლისის ეროვნულ გუნდთან მატჩის მეორე ტაიმი ჩააგდეს.

2 ივნისს პენტაკამპიონებმა როი ჰოჯსონის შეგირდებს "მარაკანაზე" ამხანაგურად უმასპინძლეს და ფრეს დასჯერდნენ - 2:2.

"შეხვედრის პირველ ნახევარში განსაცვიფრებლად ვითამაშეთ, განსაკუთრებით, პოზიციების შერჩევის კუთხით. თუმცა მეორე ტაიმში გავაკეთეთ ის, რაც ძალიან არ მიყვარს - მეტოქეს ძალზე დიდი სივრცე დავუთმეთ.

შედეგად, ინგლისის ნაკრებს დომინირების, თავისი ფეხბურთის თამაშისა და გოლების გატანის უფლება მივეცით",
- თქვა მატჩის შემდეგ სკოლარიმ.

ბრაზილიელთა თავკაცმა მეტოქის მისამართით კომპლიმენტიც არ დაიშურა.

"გულშემატკივრები ჩვენგან გოლებსა და მოგებას ელოდნენ, მაგრამ ძნელია მათ აუხსნა, რაოდენ რთულია ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ თამაში.

ამ კარგად დაკომპლექტებული გუნდის შემადგენლობაში უამრავი გამოცდილი ფეხბურთელია",
- აქვეყნებს სკოლარის ნათქვამს Goal.com.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამხანაგური მატჩი

ბრაზილია-ინგლისი 2:2
გოლები: 1:0 ფრედი (57), 1:1 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (68), 1:2 რუნი (79), 2:2 პაულინიო (83)

ბრაზილია: სეზარი, დ. ალვეში, ტ. სილვა, დ. ლუისი, ფ. ლუიში (46. მარსელო), პაულინიო (84. ბერნარდი), ლ. გუსტავო (46. ერნანესი), ნეიმარი, ოსკარი (56. ლუკასი), ჰალკი (73. ფერნანდო), ფრედი (80. ლ. დამიაო)
ინგლისი: ჰარტი, გ. ჯონსონი (68. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), კეჰილი, იაგიელკა, ბეინსი (32. ეშ. კოული), ლემპარდი, კერიკი, ფ. ჯონსი, მილნერი, უოლკოტი (84. როდუელი), რუნი.

ასევე იხილეთ:

როი ჰოჯსონი: გულდაწყვეტილი ვარ, ბრაზილიას ადრევე რომ ვერ გავუტანეთ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული