ბრაზილიელი ტალანტი ნახევარ ევროპას სურს

AutoSharing Option
"ატლეტიკო მინეიროს" უნიჭიერესი შემტევი ბერნარდი მომავალზე საუბარს ერიდება, თუმცა აღიარებს, რომ მისი შეძენა ხუთ კლუბს სურს. ამ ხუთიდან სამი ცნობილია.

ესენი არიან: "პორტუ", დორტმუნდის "ბორუსია" და "ტოტენჰემი", თუმცა, როგორც ამბობენ, ლონდონელებს, "კორინთიანსიდან" პაულინიოს შეძენის შემდეგ, 20 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესი გაუნელდათ. სამაგიეროდ, საკუთარ რიგებში მისი ხილვა სერიოზულად სურთ "პორტუს" და "ბორუსიას", მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა უკვე იყიდა ჰენრიხ მხითარიანი და პიერ-ემერიკ ობამეიანი.

თავად ბერნარდმა განაცხადა, რომ მას ევროპაში წასვლა სურს, თუმცა ლიბერტადორესის თასის დასრულებამდე ტრანსფერზე საუბარს არ აპირებს. შეგახსენებთ,
რომ "ატლეტიკო მინეირო" ამ ტურნირის 1/2-ფინალშია გასული და ოთხშაბათს "ნიუელს ოლდ ბოისთან" საპასუხო მატჩი ელის. პირველი შეხვედრა, რომელიც არგენტინაში გაიმართა, ბრაზილიელთა მარცხით, ანგარიშით 0:2 დასრულდა.

20 წლის ფეხბურთელმა, რომელიც "ატლეტიკო მინეიროს" რიგებში 2011 წელს, 18 წლის ასაკში გამოჩნდა, ფართო საზოგადოების ყურადღება შარშან მიიპყრო, როდესაც რონალდინიოს, ჟოს და სხვა არაერთი გამოცდილი ფეხბურთელის გვერდით არათუ დაიკარგა, არამედ გუნდის ერთ-ერთი ლიდერად მოგვევლინა. ბრაზილიის შარშანდელ ჩემპიონატში ბერნარდმა 11 გოლი გაიტანა, წლევანდელ ლიბერტადორესის თასზე კი მის ანგარიშზე 3 ბურთია.

ახალგაზრდა მოთამაშემ თავი ნაკრებშიც გამოიჩინა და კონფედერაციათა თასზე, მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი. 1/2-ფინალი. I მატჩი: ნაადრევი ფინალი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული