7 ნოემბერს
კოპა სუდამერიკანას ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა - "ლანუსმა" "მონუმენტალზე" "რივერი" დაამარცხა, "სან პაულომ" კი კოლუმბიაში გაძლო და ნულოვან ფრეს მიაღწია. აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ბრაზილიაში გამართულ შეხვედრაში მურისი რამალიოს გუნდმა ბოლო წამებზე, ანტონიო კარლოსის მიერ გატანილი გოლის წყალობით მოიგო და რომ არა ის ბურთი, ახლა 1/2-ფინალში "ატლეტიკო ნასიონალი" იქნებოდა.
8 ნოემბერს "ლანუსი" ან "სან პაულო" ლიბერტადორესის თასის საგზურს გაინაღდებს, რადგან დარჩენილი ორი 1/4-ფინალიდან ერთში ერთმანეთს "ველეს სარსფილდი" და "პონტე პრეტა" ხვდებიან. თუ წყვილში "ველესმა" იმარჯა, მაშინ სამხრეთ
ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საგზურს, როგორც კოპა სუდამერიკანაზე ყველაზე კარგად გამოსული ბრაზილიური გუნდი, "სან პაულო" მიიღებს; თუ "პონტე პრეტამ" - საგზურის მფლობელი "ლანუსი" გახდება.
რივერი-ლანუსი 1:3 (0:0)გოლები: 0:1 დ. გონსალესი (7), 0:2 ს. სილვა (32), 0:3 ვ. აიალა (72), 1:3 ტეო გუტიერესი (83)
ატლ. ნასიონალი-სან პაულო 0:0 (2:3)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"