გამომდინარე იქიდან, რომ "სან პაულუმ" და "ინტერნასიონალმა" 35-ე ტურის მატჩი წინასწარ ჩაატარეს და 1:1 დაასრულეს, ახლა "კრუზეირო" უახლოეს მდევარ "სან პაულუს" 4 ქულით უსწრებს და მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე სულ რაღაც 4 ტური რჩება, ეს სოლიდური უპირატესობაა.
მარსელო ოლივეირას გუნდი ტიტულის დაცვასთან ძალიან ახლოსაა. სანტოსელებმა კი
"სან პაულუმ" "პალმეირასს" მოუგო. მურისი რამალიოს გუნდს "მორუმბიზე" სამი ქულა ლუიშ ფაბიანოსა და რაფაელ ტოლოის ზუსტმა დარტყმებმა მოუტანეს. "მწვანეებს" პლეიმეიკერი ხორხე ვალდივია აკლდათ. ისინი ახლა გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებენ.
მოიგო "ინტერნასიონალმაც", მაგრამ დიდი გაჭირვებით: აბელ ბრაგას გუნდმა რიკარდო დრუბსკის "გოიასს" შეცვლაზე შემოსული მცველის, პაულაოს მაკრატელათი მოუგო. "ინტერნასიონალი" ოთხეულისთვის ბრძოლას აგრძელებს, ბრძოლა კი სერიოზულია, მესამე-მეოთხე ადგილებს ხუთი გუნდი ეპოტინება.
"გრემიოს" პირველი ათეულის გუნდებიდან ყველაზე ცოტა გოლი აქვს გატანილი. ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ამჯერადაც ნულზე მოიგო. "კრისიუმა" კი მიჯრით მეექვსედ დამარცხდა, ბოლო ადგილზეა და უსაფრთხო ზონას 7 ქულით ჩამორჩება. გადარჩენა ძნელი იქნება...
ასეთივე მძიმე მდგომარეობა აქვს "ბაიას", რომელმაც ზედიზედ მეოთხედ წააგო. სალვადორელებს ამჯერად ასევე საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლმა "კორინთიანსმა" დაწყვიტა გული. რენატო აუგუსტომ გამარჯვებისა მატჩის მიწურულს შეაგდო.
ბოლო წუთებზე გადაწყდა "შაპეკოენსესა" და "ვიტორიას" თამაშის ბედიც. ამ ექვსქულიან დუელში სტუმრებმა "ვიტორია" 81-ე წუთზე მოიპოვეს, თავად გასავარდნი ზონიდან ამოყვინთეს, შაპეკოელები კი იქ ჩაუშვეს. რაც ყველაზე გასაკვირია, იქვეა ვაგნერ მანსინის "ბოტაფოგოც", რომელმაც "ფლუმინენსესთან" გმირულად იბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც დამარცხდა.
გადარჩენისთვის მებრძოლი "კურიტიბას" რიგებში თავი ისევ ჟოელმა გამოიჩინა და კამერუნელი დუბლით გამოირჩა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა, რადგან "ფლამენგომ" სამჯერ გაიტანა და პენალტიც გააცუდა.
სერია A. XXXV ტური
ფლუმინენსე-ბოტაფოგო 1:0
გოლი: 1:0 ედსონი (74)
კრისიუმა-გრემიო 0:3
გოლები: 0:1 დუდუ (13), 0:2 ბარკოსი (38), 0:3 რამირო (66)
ფლამენგო-კურიტიბა 3:2
გოლები: 1:0 მუგნი (18), 2:0 ევერტონი (58), 2:1 ჟოელი (67), 3:1 ნიქსონი (81), 3:2 ჟოელი (84)
სანტოსი-კრუზეირო 0:1
გოლი: 0:1 რიკარდო გულარტი (53)
ატლეტიკო პრ.-რესიფე 0:1
გოლი: 0:1 დიეგო სოუზა (54)
ბაია-კორინთიანსი 1:2
გოლები: 0:1 მალკოლმი (25), 1:1 კიეზა (70), 1:2 რენატო აუგუსტო (84)
ინტერნასიონალი-გოიასი 1:0
გოლი: 1:0 პაულაო (79)
სან პაულუ-პალმეირასი 2:0
გოლები: 1:0 ლუიშ ფაბიანო (22), 2:0 რაფაელ ტოლოი (79)
ატლეტიკო მნ.-ფიგეირენსე 1:1
გოლები: 0:1 ჟეფერსონი (45), 1:1 დოდო (52)
შაპეკოენსე-ვიტორია 0:1
გოლი: 0:1 დინეი (81)
თ მ ფ წ ბ ქ
1. კრუზეირო 34 21 7 6 60-34 70
2. სან პაულუ 35 19 9 7 57-38 66
3. ინტერნასიონალი 35 18 6 11 46-38 60
4. გრემიო 34 17 9 8 34-19 60
5. კორინთიანსი 34 16 12 6 43-25 60
6. ატლეტიკო მტ. 34 16 10 8 45-34 58
7. ფლუმინენსე 34 16 9 9 52-32 57
8. ფლამენგო 34 13 8 13 40-41 47
9. სანტოსი 34 13 7 14 38-33 46
10. ატლეტიკო პრ. 34 13 7 14 38-39 46
11. გოიასი 34 12 8 14 33-34 44
12. რესიფე 34 12 8 14 29-42 44
13. ფიგეირენსე 34 11 7 16 32-44 40
14. პალმეირასი 34 11 6 17 32-51 39
15. ვიტორია 34 10 7 17 36-46 37
16. კურიტიბა 34 9 10 15 34-41 37
17. შაპეკოენსე 34 9 9 16 30-38 36
18. ბოტაფოგო 34 9 6 19 31-43 33
19. ბაია 34 7 10 17 26-38 31
20. კრისიუმა 34 7 9 18 24-50 30
ბომბარდირები: 15 - ენრიკე (პალმეირასი); 14 - ფრედი (ფლუმინენსე), მარსელო მორენო (კრუზეირო), ერნან ბარკოსი (გრემიო); 13 - რიკარდო გულარტი (კრუზეირო)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"