ბრაზილიაში "კორინთიანსის" 8 ქომაგი მოკლეს

AutoSharing Option
სან-პაულუში უცნობმა პირებმა საფეხბურთო კლუბ "კორინთიანსის" 8 გულშემატკივარი მოკლეს.

თვითმხილველების თქმით, სამი შეიარაღებული პირი იმ შენობაში შევიდა, სადაც გულშემატკივრები მოახლოებული მატჩისთვის ბანერებს ამზადებდნენ. შვიდ ქომაგს იატაკზე დაწოლა უბრძანეს და მოკლეს, ხოლო ერთი გულშემატკივარი გაქცევის მცდელობის დროს დაცხრილეს, - იტყობინება BBC.

წინასწარი ვერსიით, გულშემატკივართა მკვლელობა უკანონო ნარკორეალიზაციას უკავშირდება და ნაკლებად სავარაუდოა, მისი მიზეზი ფანების დაპირისპირება გამხდარიყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული