ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: 50 ათასი გოლი, 42 მატჩი, 11 ქვეყანა...

AutoSharing Option
ვერავინ იტყვის, რომ ზინედინ ზიდანის ხელში მადრიდის "რეალი" იდეალურად თამაშობს. ამას თავად ზიზუც არ ამბობს, მაგრამ ფაქტია, 13 თვეა, რაც ფრანგი "სამეფო კლუბის" სათავეშია და ტიტულს ტიტული მოსდევს, ხოლო რეკორდს - რეკორდი...

ლა ლიგა: "გრანადა" international
* "გრანადამ" ანდალუსიურ დერბებში შინ უკვე ზედიზედ მე-9 მატჩი არ წააგო (5 მოგება, 4 ფრე).

* ამ სეზონში "გრანადამ" 16-დან 8 ქულა ანდალუსიურ გუნდებთან მოიპოვა.

* ლა ლიგის ისტორიაში გუნდმა მოედანზე გაიყვანა 11 სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელი. ეს "გრანადამ" მოახერხა.

* "რეალმა" ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა
- ზედიზედ 42 მატჩში შეძლო გოლის გატანა. გუნდმა ბოლოს გოლი ვერ გაიტანა "სიტისთან" ნახევარფინალურ მატჩში. ესპანეთის რეკორდი "ბარსელონას" ეკუთვნის - გოლი ზედიზედ 44 მატჩში.

* გარეთ ბეილი სამთვიანი პაუზის მერე დაუბრუნდა "რეალს" და გოლი გაიტანა.

* "ატლეტიკომ" მე-19 გოლი გაუშვა სეზონში, რაც უკვე მეტია, ვიდრე შარშანდელი სეზონის შედეგი.

* სტევან იოვეტიჩმა "სევილიას" მაისურით უფრო მეტი საგოლე პასი გააკეთა 6 თამაშში (3), ვიდრე "ინტერში" 31 შეხვედრაში (2).

* სერხიო რიკოს (სევილია) 289 წუთია, გოლი არ გაუშვია.

* ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) პირველად მოხდა, რომ ისკომ ერთ თამაშში ორი საგოლე პასი მიითვალა.

* ალვარო მორატამ (რეალი) ყველაზე მეტი გოლი ლა ლიგაში "ესპანიოლს" გაუტანა - 3.

* "რეალზე" მეტი გოლი თავით არავის გაუტანია ამ სეზონში ევროპის ტოპ-5 ლიგაში - 14 (ამდენივე აქვს "მონაკოს").

* კევინ გამეირომ (ატლეტიკო) ჰეთ თრიკი 4 წუთსა და 43 წამში გაიტანა, თუმცა ბებეტოს რეკორდი (1995 წ) ვერ მოხსნა, მაშინ "დეპორტივოს" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა "ალბასეტეს" სამი გოლი სამ წუთში გაუტანა.

* იანიკ ფერეირა-კარასკომ (ატლეტიკო) ლა ლიგაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა მეორე ტაიმებში 2009 წლის მერე - მე-13 წამზე.

* "კამპ ნოუზე" ლეო მესიმ (ბარსელონა) 36-დან 34 გუნდს გაუტანა (მხოლოდ "ხერესს" და "ერკულესს" ვერ გაუტანა).

* ლეო მესიმ ლა ლიგის ბოლო 17 ტურში 16 გოლი გაიტანა.

* სიმონე ძაძა მე-5 იტალიელია, ვინც "ვალენსიას" რიგებში გაიტანა (მორეტი, კორადი, ფიორე, დი ვაიო) 21-ე საუკუნეში.

* მაშინ, როცა სხვებს "ანოეტაზე" უჭირთ, "ვილიარეალისთვის" ეს სტადიონი საყვარელი ადგილია - ბოლო 14 გასვლიდან 7 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 2 წააგო.

* ანდრეს ინიესტამ (ბარსელონა) ლა ლიგაში მე-400 მატჩი ითამაშა.

Sportall.Ge

ბუნდესლიგა: 50 000
* გერმანულ კარიერაში პირველად ხავიერ ერნანდესმა (იგივე ჩიჩარიტო) ზედიზედ ორ მატჩში შეასრულა დუბლი.

* ქარიმ ბელარაბის (ლევერკუზენი) გოლი საიუბილეო, 50 000-ეა ბუნდესლიგისთვის.

* ჯა-ჩეოლ კუმ (აუგსბურგი) ბუნდესლიგაში 150-ე თამაში საგოლე პასით აღნიშნა.

* "ლევერკუზენი" 14-ჯერ შეხვდა "აუგსბურგს" (ყველა შეჯიბრებაში) და ჯერაც დაუმარცხებელია.

* ჩაბი ალონსომ (ბაიერნი) ეროვნული ჩემპიონატების მატჩებში მე-500 შეხვედრა ითამაშა.

* "ფრაიბურგმა" ბუნდესლიგის ისტორიაში 900 გოლი გაუშვა, ხოლო "ჰამბურგმა" - 1000.

* ბრემენის "ვერდერმა" 2017 წელს პირველი თამაში მოიგო.

* რობერტ ლევანდოვსკიმ (ბაიერნი) ბუნდესლიგაში ყველაზე გვიანი გოლი გაიტანა, მას მერე, რაც ასეთი დეტალური სტატისტიკა ითვლება (2004/05 წლების სეზონიდან). ლევანდოვსკიმ გაიტანა, როცა 95 წუთი და 59 წამი იყო გასული.

* უსმან დემბელემ (დორტმუნდი) ამ სეზონის 31 მატჩში 19 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 13 პასი).

* პალ დარდაის (ჰერტა) გუნდებმა (რაც იგი მწვრთნელია) პირველად გაუტანეს "ბაიერნს".

* ზედიზედ 6 სეზონია, რობერტ ლევანდოვსკის 25 და მეტი გოლი გააქვს.

* იანიკ ვესტერგაარდმა (გლადბახი) 2015 წლის მერე პირველად გაიტანა.

Sportall.Ge

სერია A: ბონუჩის 300
* ჩემპიონატში "იუვენტუსის" საშინაო გამარჯვებების სერია 29 მატჩამდე გაგრძელდა. ევროპის ტოპ-5 ლიგაში "იუვემ" "სენტ ეტიენს" გაუსწრო (1974-75 - 28 მოგება) და ახლა მხოლოდ "ბარსელონას" ჩამორჩება (1958-60, 39 მოგება).

* ლეონარდო ბონუჩიმ "იუვენტუსის" მაისურით მე-300 მატჩი ითამაშა.

* "იუვენტუსმა" ჩემპიონატში "პალერმოს" ზედიზედ მე-10 მატჩი მოუგო.

* "ატალანტა"-"კროტონეს" მატჩში ამ სეზონში ყველაზე გვიან დაარტყეს კარისკენ - მხოლოდ 34-ე წუთზე.

* ჩირო იმობილემ (ლაციო) იტალიის ჩემპიონატში უკვე 24 გუნდს გაუტანა (27-ს ეთამაშა).

* ბოლო ორ სეზონში ნიკოლა კალინიჩზე (ფიორენტინა) მეტი საგარეო გოლი მხოლოდ გონსალო იგუაინმა (იუვენტუსი) გაიტანა (14 და 23).

* "რომამ" ამ სეზონში 4 და მეტი გოლი 5 მატჩში გაიტანა, რაც სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია.

* "პერსკარამ" იტალიის ჩემპიონატის ელიტაში ისტორიაში პირველად მოიგო 5-გოლიანი სხვაობით.

* მარეკ ჰამშიკმა (ნაპოლი) 10 გოლი იტალიურ სეზონში უკვე მეოთხედ გაიტანა.

* "ინტერმა" თამაშების ბოლო 15 წუთებში ყველაზე მეტი, 13 გოლი გაიტანა სეზონში.

* ჟერარდ დეულოფეუმ (მილანი) 419 დღეში პირველი გოლი გაიტანა.

Sportall.Ge

ლიგა 1: პენალტლაკაზეტი
* მორგან სანსონი (მარსელი) ევროპის ტოპ-5 ლიგის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 10 საგოლე პასი მიითვალა.

* მარიო ბალოტელიმ "ნიცაში" გატარებულ 6 თვეში მესამე წითელი ბარათი მიიღო.

* 2014/15 წლების სეზონიდან მოყოლებული, ალექსანდ ლაკაზეტმა 20 გოლი გაიტანა პენალტით (ამდენივე აქვს კრიშტიანო რონალდოს).

* "ლიონმა" "დიჟონის" კარისკენ 33-ჯერ დაარტყა, რაც 2013 წლის მერე ლიგა 1-ში საუკეთესო მაჩვენებელია.

* "სენტ ეტიენმა" 2017 წელს პირველ ტაიმებში 7 გოლი გაიტანა, ხოლო 2016 წელს - მხოლოდ 6.

* ფრანსუა კამანომ (ბორდო) "გენგამის" კარში 9-ჯერ დაარტყა ბურთი, რაც სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია.

ასოციაციის თასი: ლინკოლნის დღე სასწაული
* 1914 წლის მერე პირველად, 4 პროფესიული ლიგის გარეთ მოთამაშე გუნდმა მოახერხა თასის მეოთხედფინალში გასვლა. ეს "ლინკოლნ სიტიმ" შეძლო.

* დიეგო კოშტამ (ჩელსი) 413-წუთიანი პაუზის მერე გაიტანა.

* თურმე "მილუოლს" ერთხელ უკვე დაუმარცხებია ინგლისის მოქმედი ჩემპიონი. ეს მოხდა 1927 წლის ასოციაციის თასზე, მაშინ ამ გუნდმა "ჰადერსფილდს" აჯობა.

* ზლატან იბრაჰიმოვიჩს ამიერიდან გოლი გაუტანია საფრანგეთის თასზე, კოპა დელ რეიზე, იტალიის თასსა და ასოციაციის თასზე.

* მარკუს რაშფორდმა (მანჩესტერი) ასოციაციის თასის 6 თამაშში 4 გოლი გაიტანა.

* ჰარი კეინმა (ტოტენჰემი) ლონდონურ დერბებში (ყველა შეჯიბრებაში) კარიერაში პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა.

* ჰარი კეინმა ბოლო 22 ლონდონურ დერბიში 18 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული