ლა ლიგა: "გრანადა" international
* "გრანადამ" ანდალუსიურ დერბებში შინ უკვე ზედიზედ მე-9 მატჩი არ წააგო (5 მოგება, 4 ფრე). * ამ სეზონში "გრანადამ" 16-დან 8 ქულა ანდალუსიურ გუნდებთან მოიპოვა.
* ლა ლიგის ისტორიაში გუნდმა მოედანზე გაიყვანა 11 სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელი. ეს "გრანადამ" მოახერხა.
* "რეალმა" ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა
* გარეთ ბეილი სამთვიანი პაუზის მერე დაუბრუნდა "რეალს" და გოლი გაიტანა.
* "ატლეტიკომ" მე-19 გოლი გაუშვა სეზონში, რაც უკვე მეტია, ვიდრე შარშანდელი სეზონის შედეგი.
* სტევან იოვეტიჩმა "სევილიას" მაისურით უფრო მეტი საგოლე პასი გააკეთა 6 თამაშში (3), ვიდრე "ინტერში" 31 შეხვედრაში (2).
* სერხიო რიკოს (სევილია) 289 წუთია, გოლი არ გაუშვია.
* ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) პირველად მოხდა, რომ ისკომ ერთ თამაშში ორი საგოლე პასი მიითვალა.
* ალვარო მორატამ (რეალი) ყველაზე მეტი გოლი ლა ლიგაში "ესპანიოლს" გაუტანა - 3.
* "რეალზე" მეტი გოლი თავით არავის გაუტანია ამ სეზონში ევროპის ტოპ-5 ლიგაში - 14 (ამდენივე აქვს "მონაკოს").
* კევინ გამეირომ (ატლეტიკო) ჰეთ თრიკი 4 წუთსა და 43 წამში გაიტანა, თუმცა ბებეტოს რეკორდი (1995 წ) ვერ მოხსნა, მაშინ "დეპორტივოს" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა "ალბასეტეს" სამი გოლი სამ წუთში გაუტანა.
* იანიკ ფერეირა-კარასკომ (ატლეტიკო) ლა ლიგაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა მეორე ტაიმებში 2009 წლის მერე - მე-13 წამზე.
* "კამპ ნოუზე" ლეო მესიმ (ბარსელონა) 36-დან 34 გუნდს გაუტანა (მხოლოდ "ხერესს" და "ერკულესს" ვერ გაუტანა).
* ლეო მესიმ ლა ლიგის ბოლო 17 ტურში 16 გოლი გაიტანა.
* სიმონე ძაძა მე-5 იტალიელია, ვინც "ვალენსიას" რიგებში გაიტანა (მორეტი, კორადი, ფიორე, დი ვაიო) 21-ე საუკუნეში.
* მაშინ, როცა სხვებს "ანოეტაზე" უჭირთ, "ვილიარეალისთვის" ეს სტადიონი საყვარელი ადგილია - ბოლო 14 გასვლიდან 7 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 2 წააგო.
* ანდრეს ინიესტამ (ბარსელონა) ლა ლიგაში მე-400 მატჩი ითამაშა.
ბუნდესლიგა: 50 000
* გერმანულ კარიერაში პირველად ხავიერ ერნანდესმა (იგივე ჩიჩარიტო) ზედიზედ ორ მატჩში შეასრულა დუბლი. * ქარიმ ბელარაბის (ლევერკუზენი) გოლი საიუბილეო, 50 000-ეა ბუნდესლიგისთვის.
* ჯა-ჩეოლ კუმ (აუგსბურგი) ბუნდესლიგაში 150-ე თამაში საგოლე პასით აღნიშნა.
* "ლევერკუზენი" 14-ჯერ შეხვდა "აუგსბურგს" (ყველა შეჯიბრებაში) და ჯერაც დაუმარცხებელია.
* ჩაბი ალონსომ (ბაიერნი) ეროვნული ჩემპიონატების მატჩებში მე-500 შეხვედრა ითამაშა.
* "ფრაიბურგმა" ბუნდესლიგის ისტორიაში 900 გოლი გაუშვა, ხოლო "ჰამბურგმა" - 1000.
* ბრემენის "ვერდერმა" 2017 წელს პირველი თამაში მოიგო.
* რობერტ ლევანდოვსკიმ (ბაიერნი) ბუნდესლიგაში ყველაზე გვიანი გოლი გაიტანა, მას მერე, რაც ასეთი დეტალური სტატისტიკა ითვლება (2004/05 წლების სეზონიდან). ლევანდოვსკიმ გაიტანა, როცა 95 წუთი და 59 წამი იყო გასული.
* უსმან დემბელემ (დორტმუნდი) ამ სეზონის 31 მატჩში 19 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 13 პასი).
* პალ დარდაის (ჰერტა) გუნდებმა (რაც იგი მწვრთნელია) პირველად გაუტანეს "ბაიერნს".
* ზედიზედ 6 სეზონია, რობერტ ლევანდოვსკის 25 და მეტი გოლი გააქვს.
* იანიკ ვესტერგაარდმა (გლადბახი) 2015 წლის მერე პირველად გაიტანა.
სერია A: ბონუჩის 300
* ჩემპიონატში "იუვენტუსის" საშინაო გამარჯვებების სერია 29 მატჩამდე გაგრძელდა. ევროპის ტოპ-5 ლიგაში "იუვემ" "სენტ ეტიენს" გაუსწრო (1974-75 - 28 მოგება) და ახლა მხოლოდ "ბარსელონას" ჩამორჩება (1958-60, 39 მოგება). * ლეონარდო ბონუჩიმ "იუვენტუსის" მაისურით მე-300 მატჩი ითამაშა.
* "იუვენტუსმა" ჩემპიონატში "პალერმოს" ზედიზედ მე-10 მატჩი მოუგო.
* "ატალანტა"-"კროტონეს" მატჩში ამ სეზონში ყველაზე გვიან დაარტყეს კარისკენ - მხოლოდ 34-ე წუთზე.
* ჩირო იმობილემ (ლაციო) იტალიის ჩემპიონატში უკვე 24 გუნდს გაუტანა (27-ს ეთამაშა).
* ბოლო ორ სეზონში ნიკოლა კალინიჩზე (ფიორენტინა) მეტი საგარეო გოლი მხოლოდ გონსალო იგუაინმა (იუვენტუსი) გაიტანა (14 და 23).
* "რომამ" ამ სეზონში 4 და მეტი გოლი 5 მატჩში გაიტანა, რაც სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია.
* "პერსკარამ" იტალიის ჩემპიონატის ელიტაში ისტორიაში პირველად მოიგო 5-გოლიანი სხვაობით.
* მარეკ ჰამშიკმა (ნაპოლი) 10 გოლი იტალიურ სეზონში უკვე მეოთხედ გაიტანა.
* "ინტერმა" თამაშების ბოლო 15 წუთებში ყველაზე მეტი, 13 გოლი გაიტანა სეზონში.
* ჟერარდ დეულოფეუმ (მილანი) 419 დღეში პირველი გოლი გაიტანა.
ლიგა 1: პენალტლაკაზეტი
* მორგან სანსონი (მარსელი) ევროპის ტოპ-5 ლიგის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 10 საგოლე პასი მიითვალა. * მარიო ბალოტელიმ "ნიცაში" გატარებულ 6 თვეში მესამე წითელი ბარათი მიიღო.
* 2014/15 წლების სეზონიდან მოყოლებული, ალექსანდ ლაკაზეტმა 20 გოლი გაიტანა პენალტით (ამდენივე აქვს კრიშტიანო რონალდოს).
* "ლიონმა" "დიჟონის" კარისკენ 33-ჯერ დაარტყა, რაც 2013 წლის მერე ლიგა 1-ში საუკეთესო მაჩვენებელია.
* "სენტ ეტიენმა" 2017 წელს პირველ ტაიმებში 7 გოლი გაიტანა, ხოლო 2016 წელს - მხოლოდ 6.
* ფრანსუა კამანომ (ბორდო) "გენგამის" კარში 9-ჯერ დაარტყა ბურთი, რაც სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია.
ასოციაციის თასი: ლინკოლნის დღე სასწაული
* 1914 წლის მერე პირველად, 4 პროფესიული ლიგის გარეთ მოთამაშე გუნდმა მოახერხა თასის მეოთხედფინალში გასვლა. ეს "ლინკოლნ სიტიმ" შეძლო.* დიეგო კოშტამ (ჩელსი) 413-წუთიანი პაუზის მერე გაიტანა.
* თურმე "მილუოლს" ერთხელ უკვე დაუმარცხებია ინგლისის მოქმედი ჩემპიონი. ეს მოხდა 1927 წლის ასოციაციის თასზე, მაშინ ამ გუნდმა "ჰადერსფილდს" აჯობა.
* ზლატან იბრაჰიმოვიჩს ამიერიდან გოლი გაუტანია საფრანგეთის თასზე, კოპა დელ რეიზე, იტალიის თასსა და ასოციაციის თასზე.
* მარკუს რაშფორდმა (მანჩესტერი) ასოციაციის თასის 6 თამაშში 4 გოლი გაიტანა.
* ჰარი კეინმა (ტოტენჰემი) ლონდონურ დერბებში (ყველა შეჯიბრებაში) კარიერაში პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა.
* ჰარი კეინმა ბოლო 22 ლონდონურ დერბიში 18 გოლი გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"