ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: გმირები და იუბილეები

AutoSharing Option
უქმეების გმირი, უდავოდ, ლიონელ მესი იყო, რომელმაც ერთ თამაშში 2 გოლსა და ამდენივე საგოლე პასს მოუყარა თავი, თუმცა არც "ტორინოს" ანდრეა ბელოტი, "ტოტენჰემის" ჰარი კეინი, "ევერტონის" რომელუ ლუკაკუ და სხვები დავივიწყოთ...

პრემიერლიგა: გოლეადორი ლუკაკუ
* პრემიერლიგის ტოპ-6 გუნდთან "ლივერპული" კვლავ დაუმარცხებელია - 5 მოგება, 4 ფრე.

* "არსენალს" არ მოუგია ბოლო 11 საგარეო დაპირისპირება პრემიერლიგის ტოპ-ექვსეულის გუნდებთან - 5 ფრე და 6 წაგება.

* დენი უელბეკმა (არსენალი) "ლივერპულს" კარიერაში პირველად გაუტანა, არადა, მე-11-ედ ეთამაშა.

* სადიო მანემ (ლივერპული) ამ სეზონში
4 მატჩში შეძლო გატანაც და საგოლე პასის გაკეთებაც. ამ მხრივ ის ლიდერია.

* რიად მაჰრეზმა (ლესტერი) ღია თამაშიდან პრემიერლიგაში ბოლო 28 ტურში პირველად გაიტანა.

* ამ სეზონში უილფრიდ ზაჰამ (კრისტალ პალასი) 11 გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც უფრო მეტია მისთვის, ვიდრე წინა სამ სეზონში ერთად აღებული.

* მარკო არნაუტოვიჩი (სტოკი) 21 პრემიერლიგური გოლით თანამემამულე პაულ შარნერს გაუტოლდა.

* მარკო არნაუტოვიჩმა პრემიერლიგაში შინ 308-დღიანი პაუზის მერე გაიტანა.

* ტროი დინიმ "უოტფორდის" მაისურით პრემიერლიგაში მე-100 გოლი გაიტანა.

* "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეოთხედ "მოახერხა" სეზონში, რომ მატჩში 20-ზე მეტჯერ დაარტყა და ვერ იმარჯვა.

* ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ეროვნულ ჩემპიონატებში პირველი პენალტი გააცუდა 2015 წლის სექტემბრის შემდეგ.

* მარკოს როხო (მანჩესტერი) მე-40 არგენტინელია, ვინც პრემიერლიგაში გოლის გატანა შეძლო.

* ტომ ჰიტონის (ბარნლი) ანგარიშზე ევროპის 5 ტოპ-ლიგაში ყველაზე მეტი "სეივია" - 104.

* "მანჩესტერი" 17 ტურია, დაუმარცხებელია პრემიერლიგაში.

* ალექსის სანჩესმა (არსენალი) ამ სეზონში ყველა შეჯიბრებაში 34 გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც კლუბში ორჯერ მეტია მეორე ადგილზე მყოფ ფეხბურთელთან შედარებით.

* "მანჩესტერ სიტიმ" ბოლო 5 საგარეო მატჩში შეინახა კარი მშრალად. ეს კლუბის ახალი რეკორდია.

* რაც დავიდ სილვა (სიტი) პრემიერლიგაში თამაშობს (2010), მასზე მეტი საგოლე პასი არავის აქვს - 62.

* ლეროი სანემ (სიტი) 8 დარტყმით 6 გოლი გაიტანა.

* სერხიო აგუერომ (სიტი) 50 საგარეო გოლი გაიტანა პრემიერლიგაში.

* "ტოტენჰემმა" ზედიზედ მე-9 საშინაო მატჩი მოიგო პრემიერლიგაში - კლუბის ახალი რეკორდი.

* მაურისიო პოჩეტინომ (ტოტენჰემი) პრემიერლიგაში მე-100 გამარჯვება მოიპოვა მწვრთნელის რანგში.

* რომელუ ლუკაკუ 61 გოლით "ევერტონის" ყველა დროის გოლეადორი გახდა პრემიერლიგაში.

Sportall.Ge

ლა ლიგა: სიმეონეს 200, გრიზმანის 100
* "რეალ სოსიედადმა" ზედიზედ მესამე საგარეო გამარჯვება მიითვალა.

* ჩაბი პრიეტოს (რეალ სოსიედადი) კარიერაში 4 დუბლიდან 2 სევილიური კლუბების წინააღმდეგ აქვს შესრულებული, 2 - "რეალის" წინააღმდეგ.

* ნეიმარის (ბარსელონა) ანგარიშზე 11 დრიბლინგია "სელტას" წინააღმდეგ მატჩში. ეს პრიმერას რეკორდია ამ სეზონში.

* ლიონელ მესიმ (ბარსელონა) ამ სეზონში პირველად შეძლო ერთ მატჩში 4 გოლში მონაწილეობის მიღება (2 გოლი, 2 საგოლე პასი).

* ლიონელ მესის ანგარიშზე 15 გოლია 2017 წელს, რაც ევროპის ტოპ-ჩემპიონატების საუკეთესო შედეგია.

* მესის ბოლო 26 ზუსტი დარტყმიდან 13 გოლი გავიდა, ეს კი 50%-იანი შედეგიანობაა.

* ნეიმარმა "სელტას" 7 მატჩში 6 გოლი გაუტანა.

* ამ სეზონში მესის ანგარიშზე (ყველა შეჯიბრებაში) 37 მატჩში 38 გოლია.

* ქარიმ ბენზემამ (რეალი) ერთ მატჩში 3 გოლში ამ სეზონში პირველად მიიღო მონაწილეობა.

* "ეიბარმა" იპურუაში პირველად შეძლო "რეალის" კარში გოლის გატანა.

* ბილბაოს "ატლეტიკს" ლა ლიგაში ბოლო 13 მატჩია, შინ არ წაუგია (10 მოგება, 3 ფრე), ეს 1992 წლის მერე კლუბის საუკეთესო შედეგია.

* ხესე როდრიგესმა 2 გოლი გაიტანა "ოსასუნას" კარში, ზუსტად იმდენი, რაც მთელ სეზონში პსჟ-ის მაისურით.

* ანტუან გრიზმანმა (ატლეტიკო) ლა ლიგაში მე-100 მატჩი ითამაშა და 55 გოლი გაიტანა.

* დიეგო სიმეონემ "ატლეტიკოს" თავკაცის რანგში ლა ლიგაში მე-200 მატჩი მიითვალა. კლუბში მასზე დიდი მაჩვენებელი მხოლოდ ლუის არაგონესს (407) აქვს.

Sportall.Ge

ბუნდესლიგა: რაფაელი და ტრიო
* ტიმო ვერნერმა (ლაიპციგი) სეზონში უკვე 18 გოლში მიიღო მონაწილეობა (14 გოლი, 4 საგოლე პასი), რაც მის საუკეთესო შედეგს უკვე ორჯერ სჯობს.

* კოსტას სტაფილიდისმა (აუგსბურგი) სეზონში 4-ვე გოლი საჯარიმოს გარედან გაიტანა.

* "გლადბახმა" ბუნდესლიგაში კლუბის რეკორდი გააუმჯობესა - "შალკესთან" მატჩში ჯამში 124,56 კილომეტრი გაირბინა.

* რაფაელმა (გლადბახი) 71-ე გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში. მასზე მეტი მხოლოდ სამ ბრაზილიელს (მარსელინიო, აილტონი, ელბერი) გაუტანია.

* ფაბიან ჯონსონმა (გლადბახი) ბუნდესლიგაში მეორე დუბლი მიითვალა. პირველი 2015 წელს იყო.

* "გლადბახმა" და "შალკემ" ერთმანეთში მე-100 ოფიციალური მატჩი ითამაშეს.

* "დორტმუნდმა" ამ სეზონში მეოთხედ შეძლო ოფიციალურ მატჩში 6 ან მეტი გოლის გატანა თამაშში.

* ანდრე შიურლემ (დორტმუნდი) ბუნდესლიგაში 50-ე გოლი გაიტანა.

* უსმან დემბელემ (დორტმუნდი) ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) 14 საგოლე პასი მიითვალა.

* მაქს კრუზემ (ვერდერი) ბუნდესლიგაში ცხრავე პენალტი გოლად აქცია.

* 2017 წელს "დორტმუნდმა" ბუნდესლიგაში შინ პირველი გოლი გაუშვა.

* "ლევერკუზენმა" ამ სეზონში მეათედ გაუშვა გოლი კუთხურის მოწოდების მერე.

* ლუიზ გუსტავომ (ვოლფსბურგი) კლუბის მაისურით მე-100 მატჩი ითამაშა ბუნდესლიგაში.

* არტურო ვიდალმა "ბაიერნის" მაისურით ბუნდესლიგაში 50-ე მატჩი ითამაშა.

* "ჰამბურგს" 6 ტურია, შინ არ წაუგია (4 მოგება, 2 ფრე).

* ეკდალ ალბინმა (ჰამბურგი) ბუნდესლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

* ვლადიმირ დარიდამ (ჰერტა) ბუნდესლიგაში მე-100 მატჩი ითამაშა.

* ვედად იბიშევიჩმა (ჰერტა) ბუნდესლიგაში 250 მატჩში 102 გოლი გაიტანა.

Sportall.Ge

სერია A: საოცრება, სახელად ბელოტი
* მას მერე, რაც თამაშში დაწინაურდა, "მილანმა" ამ სეზონში 10 საშინაო მატჩიდან 9 მოიგო.

* კარლოს ბაკამ (მილანი) იტალიის ჩემპიონატში პირველად ვერ გაიტანა პენალტი (მეშვიდე ცდაზე).

* მეხუთე სეზონია, რაც კარლოს ბაკას 10 გოლი მაინც გააქვს (ბრიუგე, სევილია, მილანი).

* თუ დრის მერტენსს გააქვს, "ნაპოლი" უკვე 26 მატჩია, არ აგებს.

* დრის მერტენსს ჩემპიონატში ყველაზე მეტი საგარეო გოლი აქვს გატანილი - 10.

* ჩირო იმობილემ უკვე 16 გოლი გაიტანა. ბოლოს "ლაციოს" ფეხბურთელმა სეზონში მეტი გოლი 2000/01 წლებში გაიტანა (კრესპო - 26 გოლი).

* ანდრეა ბელოტის (ტორინო) ჰეთ-თრიკი უსწრაფესია სერია A-ში (7,15 წთ) ანდრეი შევჩენკოს ჰეთ-თრიკის შემდეგ.

* "იუვენტუსმა" დაასრულა 38-ტურიანი უფრეო სერია.

* ანდრეა ბელოტიმ უკვე 22 გოლი გაიტანა. "ტორინოს" ფეხბურთელმა ბოლოს ამდენი შორეულ 1950 წელს გაიტანა.

* მარკო ბორიელოს (კალიარი) გოლი მხოლოდ მეორე თავურია, რომელიც "ინტერმა" ამ სეზონში გაუშვა.

ლიგა 1: როცა შვილი მამას სჯობს
* მატეუ ვალბუენამ (ლიონი) ლიგა 1-ში 50-ე საგოლე პასი მიითვალა.

* გონშალო გედეში გახდა პირველი პორტუგალიელი 2008 წლის მერე (პედრო პაულეტა), ვინც პსჟ-ის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.

* პრესნელ კიმპემბემ (პსჟ) "ნანსისთან" მატჩის პირველ ტაიმში 42 პასი შეასრულა და ყველა ზუსტი იყო.

* კილიან მბაპე (მონაკო) გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ლიგა 1-ში 10 გოლის გატანა შეძლო - 18 წლის, 2 თვის.

* ამ სეზონში "მონაკომ" 3 ან მეტი გოლი 15 მატჩში გაიტანა, რაც ევროპის ტოპ-5 ლიგაში საუკეთესო შედეგია.

* ვალერი ჟერმენმა (მონაკო) 32 გოლი გაიტანა ლიგა 1-ში და ამით მამას, ბრუნო ჟერმენს გადაასწრო.

* ფლორიან ტოვენმა (მარსელი) ლიგა 1-ში პირველად შეძლო გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული