პრემიერლიგა: მოაგებინეთ ჟესტედს!
* რაიან ფრეიზერმა (ბორნმუთი) ამ სეზონში ყველაზე მეტი პენალტი მოინადირა - 5.* "ბორნმუთმა" 11-დან 10 პენალტის გატანის შემდეგ ზედიზედ სამი გააცუდა.
* სემ ელარდაისი პირველი მწვრთნელია, ვინც "ჩელსი" 4 სხვადასხვა გუნდით დაამარცხა.
* პრემიერლიგაში პირველად მოხდა, რომ სესკ ფაბრეგასმა (ჩელსი) გაიტანა და მისი
* ჟოზე მოურინიო (მანჩესტერი) 19 თამაშია, დაუმარცხებელია პრემიერლიგაში. მისი წინა სერია 2005 წელს შეწყდა და ის 40 თამაშს ითვლიდა.
* კრეიგ შექსპირი (ლესტერი) პირველი ბრიტანელი მწვრთნელია, ვინც საწყისი 4 მატჩი მოიგო პრემიერლიგაში.
* ერიკ დაიერმა (ტოტენჰემი) პრემიერლიგაში 475-დღიანი პაუზის მერე გაიტანა.
* ჯეიმი ვარდიმ (ლესტერი) ბოლო 4 ტურში 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 2 საგოლე პასი).
* ენდი ქეროლი (ვესტ ჰემი) გახდა 44-ე ინგლისელი ფეხბურთელი, ვინც პრემიერლიგაში 50 გოლის გატანა შეძლო.
* კრისტიან ბენტეკემ (კრისტალ პალასი) "სტემფორდ ბრიჯზე" ბოლო სამი ვიზიტისას სამი სხვადასხვა კლუბის სახელით შეძლო გოლის გატანა.
* იურგენ კლოპი "ლივერპულის" პირველი მწვრთნელია, ვინც პირველი სამი მერსისაიდული დერბი მოიგო ჩემპიონატში.
* "არსენალმა" 28 მატჩში ზუსტად ის შედეგი აჩვენა, რაც შარშან - 51 ქულა.
* მესუთ იოზილმა "არსენალის" მაისურით 50-ე საგოლე პასი გააკეთა.
* პრემიერლიგაში ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი თავით "არსენალმა" გაიტანა - 14.
* კევინ დე ბრუინის (სიტი) ანგარიშზე უკვე 13 საგოლე პასია. ერთით მეტი, ვიდრე გასულ სეზონში.
* ლეროი სანეს (სიტი) 8 გოლის გასატანად მხოლოდ 13 დარტყმა დასჭირდა.
* რუდი ჟესტედს (მიდლსბრო) უკვე 39 მატჩია, პრემიერლიგაში არ მოუგია.
ლა ლიგა: 50 და გრძელდება
* ხოსე ანტონიო რეიესმა (ესპანიოლი) კარიერის განმავლობაში მე-6 გოლი გაუტანა "ბეტისს". ამდენი გოლი მას არც ერთი სხვა გუნდის კარში არ გაუტანია. "სევილიას" აღზრდილისთვის "ბეტისი" ნომერ პირველი მტერია. * ამ ტურში "ესპანიოლმაც" გაუშვა პენალტის ნიშნულიდან გოლი. ასე რომ, ახლა მხოლოდ "ბარსელონა" რჩება სეზონში ერთადერთ გუნდად, რომელსაც პენალტიდან გოლი არ გაუშვია.
* "ატლეტიკომ" ზედიზედ მეოთხე ტურში მოიგო. ეს ამ გუნდის საუკეთესო სერიაა ამ სეზონში.
* ფერნანდო ტორესმა (ატლეტიკო) ლა ლიგაში პირველად შეძლო ერთ თამაშში ორი საგოლე პასის გაკეთება.
* კოკემ (ატლეტიკო) მონაწილეობა მიიღო 5 გოლში ლა ლიგის ბოლო 6 ტურში (2 გოლი, 3 საგოლე პასი).
* "რეალ სოსიედადს" 4 ტურია "ანოეტაზე" ვერ მოუგია. 2015 წლის მერე ეს გუნდის ყველაზე ცუდი სერიაა.
* არიც ადურისი "ბილბაოს" მე-11 ფეხბურთელია, ვინც ლა ლიგაში 100-გოლიან ნიშნულს უწია.
* მადრიდის "რეალმა" ზედიზედ 50-ე მატჩში შეძლო გოლის გატანა, რაც ესპანური რეკორდია.
* რაც "ბარსელონაში" თამაშობს, პაკო ალკასერმა პირველად მიითვალა გოლს პლუს პასი ერთ თამაშში.
* ლუის სუარესი (ბარსელონა) ტოპ-5 ლიგის პირველი ფეხბურთელია, ვინც ამ სეზონში ორივე მაჩვენებლით (გოლი, საგოლე პასი) მიაღწია ორნიშნა რიცხვებს - 23 გოლი, 10 საგოლე პასი.
* გილერმე ოჩოამ (გრანადა) "ბარსელონასთან" 9 "სეივი" გააკეთა, თუმცა 4 გოლიც გაუშვა. მექსიკელი ევროპის ტოპ-5 ლიგაში "სეივებით" პირველ ადგილზეა.
* ნეიმარი გახდა "ბარსელონას" მესამე ბრაზილიელი ფეხბურთელი, ვინც კლუბში 100-გოლიან ნიშნულს უწია (რივალდო - 130, ევარისტო - 105).
* პენალტებს თუ არ ჩავთვლით, რაც ის პრიმერაში თამაშობს, ლუის სუარესს ყველაზე მეტი გოლი აქვს ლა ლიგაში გატანილი - 76, მესის 75-ის წინააღმდეგ.
* ვორომ მერვე მატჩი მოიგო ლა ლიგაში, ერთით მეტი, ვიდრე "ვალენსიას" წინა სამმა თავკაცმა ერთად (ნევილი, აიესტარანი, პრანდელი).
* დიეგო ალვეშმა (ვალენსია) სარეკორდო 21-ე პენალტი აიღო, 46-დან, ეს კი 45,6%-ია.
* ისკო "ალავესთან" მატჩში ბურთს 101-ჯერ შეეხო, რაც "რეალის" რეკორდია ამ სეზონში.
* "რეალმა" კარი მშრალად 17 თებერვლის მერე პირველად შეინახა.
* "რეალი" ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელსაც ლა ლიგაში შინ არ წაუგია.
ბუნდესლიგა: ჰეთ თრიკი 7 წუთში
* ანდრეი კრამარიჩმა (ჰოფენჰაიმი) მეტოქის კარისკენ 10-ჯერ დაარტყა, რაც კლუბის რეკორდია ბუნდესლიგის მატჩში.* "ჰოფენჰაიმს" ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი საჯარიმოს გარედან ბუნდესლიგაში - 10.
* ფრანკფურტის "აინტრახტმა" ამ სეზონში 5 პენალტიდან 4 ვერ გამოიყენა, მხოლოდ 1974/75 წლების სეზონში გააცუდა გუნდმა მეტი პენალტი - 5.
* თომას დელეინი (ვერდერი) პირველი დანიელია ებე სანდის (2001 წ) მერე, ვინც ბუნდესლიგაში ჰეთ თრიკი შეასრულა.
* ტილო კეჰრერმა (შალკე) ბუნდესლიგაში მე-12 მატჩში გაიტანა პირველი გოლი, თან ეს მან რურის დერბიში შეძლო.
* დავიდ აბრაამმა (აინტრახტი) ბუნდესლიგაში მე-100 მატჩი ითამაშა.
* თომას მიულერმა (ბაიერნი) ორი გოლი გაუტანა "აუგსბურგს", ზუსტად ამდენი გოლის გატანას მან წინა 22 მატჩი მოანდომა სეზონში.
* ლუის ჰოლტბიმ (ჰამბურგი) პროფესიულ კარიერაში მე-300 მატჩი ითამაშა, რაც გოლის გატანით აღნიშნა.
* "აუგსბურგმა" ბუნდესლიგაში პირველად გაუშვა მატჩში 6 გოლი.
* ემილ ფორსბერგმა (ლაიპციგი) მეტოქის კარისკენ 16-ჯერ დაარტყა, რაც ბუნდესლიგის რეკორდია (რაც ასეთი სტატისტიკა ითვლება).
* პიერ ემერიკ ობამეიანგმა (დორტმუნდი) ამ სეზონში მე-7-ედ გახსნა ანგარიში, რაც საუკეთესო შედეგია.
* მარიო გომესმა (ვოლფსბურგი) ბუნდესლიგაში ყველაზე სწრაფი ჰეთ თრიკი შეასრულა - 7 წუთში.
* კაი ჰავერტცი "ლევერკუზენის" ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა ბუნდესლიგაში - 17 წლის, 9 თვისა და 22 დღის.
სერია A: ტოტის და ძანეტის სწორები
* ედინ ჯეკომ (რომა) სეზონში უკვე 23 გოლი გაიტანა, მას მხოლოდ ერთხელ ჰქონდა უკეთესი შედეგი - 2008/09 წლებში, როცა "ვოლფსბურგში" თამაშობდა - 26 გოლი.* ედინ ჯეკომ "რომას" რეკორდი მოხსნა ერთ სეზონში გოლების რაოდენობით, რომელიც აქამდე ფრანჩესკო ტოტის ეკუთვნოდა. მან 33 გოლი გაიტანა ყველა ტურნირში, ტოტიმ 2006/07 წლების სეზონში 32 გოლი გაიტანა.
* "სასუოლომ" პირველად წააგო ზედიზედ 5 საშინაო მატჩი ჩემპიონატში.
* ჩირო იმობილემ (ლაციო) ჩემპიონატში 50-ე გოლი გაიტანა.
* დომენიკო ბერარდიმ (სასუოლო) 216-დღიანი პაუზის შემდეგ გაიტანა ჩემპიონატში.
* გონსალო იგუაინი (იუვენტუსი) "ნაპოლისთან" მატჩში ბურთს არ შეხებია მეტოქის საჯარიმოში.
* ჯიჯი ბუფონი (იუვენტუსი) ჩემპიონატში მატჩებით (615) ხავიერ ძანეტის დაეწია. წინ მხოლოდ პაოლო მალდინია - 647.
* "ატალანტამ" ისტორიაში პირველად მოიგო საგარეო მატჩი 5 გოლის სხვაობით.
ლიგა 1 და ლიგის თასი: ბალოტელის რივიერა
* "გენგამი" უკვე 13 მატჩია, რაც არ აგებს ლიგა 1-ში დაწინაურებულ გუნდებთან (8 გამარჯვება, 5 ფრე). * დიმიტრი პაიემ (მარსელი) საჯარიმო დარტყმით მე-5 გოლი გაიტანა 2016 წლის 1-ლი იანვრიდან მოყოლებული, რაც ევროპის ტოპ-5 ლიგაში ლიონელ მესისთან (ბარსელონა) ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.
* "დიჟონმა" ბოლო 10 საგარეო მატჩში ერთი გოლი მაინც გაიტანა, უკეთესი სერია მხოლოდ "მონაკოს" აქვს - 12.
* "პარი სენ-ჟერმენმა" მეშვიდედ მოიგო ეს ტიტული, რაც 4 ტიტულით მეტია სხვა გუნდის მიღწევაზე.
* 2015 წლის აგვისტოდან მოყოლებული, ანხელ დი მარიამ 36 საგოლე პასი გააკეთა.
* პსჟ პირველი გუნდია, რომელმაც ლიგის თასი ზედიზედ ოთხ სეზონში მოიგო.
* ედინსონ კავანიმ (პსჟ) "მონაკოს" ბოლო 5 თამაშიდან 4-ში გაუტანა - სულ 5 გოლი.
* პსჟ-მა ლიგის თასზე ყველაზე მეტი მატჩი ითამაშა - 65.
* "ნიცამ" 67 ქულა დააგროვა, რაც ამ გუნდისთვის უკვე ისტორიული მიღწევაა.
* მარიო ბალოტელიმ (ნიცა) 11 გოლი "ალიანს რივიერაზე" გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"