ევროპა. ტოპ-5 ლიგა. მორიგი ტურის წინ: იგუაინი ნეაპოლში, დუბლი II

AutoSharing Option
ევროპის ტოპ-5 ლიგიდან სამში შუა კვირაში ტურია: ესპანეთში, ინგლისსა და გერმანიაში. იტალიაში თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩებია. საფრანგეთში ჯერჯერობით, სათასო მეოთხედფინალური ეტაპია, პლუს, ლიგა 1-შიც ერთ გამოტოვებულ მატჩს ითამაშებენ.

პრემიერლიგა: დაწევა ძნელი იქნება, მაგრამ...
ტურში მთავარი დაპირისპირება "სტემფორდ ბრიჯზეა", სადაც ლიდერი "ჩელსი", რომელიც წინა ტურში მოულოდნელად დამარცხდა, "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობს. პეპ გვარდიოლას გუნდი უკვე 11 ქულით ჩამორჩება ანტონიო კონტეს გუნდს. ასე რომ, "სიტის" საჩემპიონო ამბიციებზე აღარც არავინ ლაპარაკობს, თუმცა მანჩესტერელებს "ტოტენჰემისთვის" კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ. პეპს დიდი ხნით გამოკლებულები: სანია, გიუნდოგანი და
გაბრიელ ჟესუსი არ ეყოლება, კონტეს კი - მოზესი.

"სიტის" შეუძლია დაამარცხოს "ჩელსი", თუმცა მისი დაწევა ძალიან ძნელი იქნება", - ჩვენი სათქმელი თქვა ახალგაზრდა ლეროი სანემ, რომელიც ძალზე პროდუქტიულია.

"ჩელსის" ერთადერთი რეალური მდევარი "ტოტენჰემი" უელსში მიემგზავრება "სუონსისთან" სათამაშოდ. მაურისიო პოჩეტინოს კეინი, როუზი და ლამელა არ ეყოლება, მასპინძელთა რიგებში საეჭვოა ფერნანდო ლორენტეს თამაში.

"ლივერპული" "ბორნმუთს" მასპინძლობს, "არსენალს" ლონდონის დერბი აქვს "ვესტ ჰემთან", ხოლო ჟოზე მოურინიოს "იუნატედი" "ევერტონს" მასპინძლობს.

Sportall.Ge

ლა ლიგა: სევილიას ამბიციის დასასრული?
"ბარსელონა" "სევილიას" მასპინძლობს, რაც ხორხე სამპაოლის გუნდისთვის ბოლო შანსია, რამენაირად მიიღოს მონაწილეობა საჩემპიონო რბოლაში. ანდალუსიელები ბოლო დროს ძალიან ცუდად თამაშობენ, ზედიზედ ხუთი მატჩია (ყველა შეჯიბრებაში) "სევილია" ვერ იგებს, ორჯერ დამარცხდა და სამჯერ ფრე ითამაშა. "ბარსას" დისკვალიფიკაცია ოხსნილი ლეო მესი უბრუნდება, რომლისთვისაც "სევილია" ერთ-ერთი საყვარელი საკბილოა.

გავიხსენოთ პირველი წრის თამაშიც - "სანჩეს პისხუანზე" "სევილია" ვიტოლოს გოლით იგებდა, მაგრამ ჯერ მესიმ გაათანაბრა, შემდეგ კი ლუის სუარესმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა კატალონიურ გრანდს.

"რეალს" მადრიდული დერბი აქვს, რომელიც სულაც არ არის ტრადიციული. მეტიც, "ლეგანესი" ლა ლიგის დებიუტანტია და ახლა ძალიან უჭირს. მართალია, გასავარდნ ზონაში "ლეგანესი" არ არის, მაგრამ მაინც ყოველი ქულისთვის უნდა იბრძოლოს.

მესამე ადგილზე გადასული "ატლეტიკო" "რეალ სოსიედადს" მასპინძლობს, რომელიც ევროთასებისთვის იბრძვის.

Sportall.Ge

ბუნდესლიგა: ეს ერთიც და...
"ბაიერნი" უახლოეს კონკურენტს 13 ქულით უსწრებს და მესამეადგილოსან "ჰოფენჰაიმს" სტუმრობს. თუ ანჩელოტის ბიჭები ამ თამაშსაც მოიგებენ, წინ ვეღარაფერი დაუდგებათ და ევროთასებზე გადართვა შეუძლიათ.

I წრეში "ჰოფენჰაიმმა" ქულა წაიღო "ალიანც არენიდან". ასე რომ, "ბაიერნს" იოლი გასეირნება არ ელის. მეორეადგილოსანი "ლაიპციგი" გადარჩენისთვის მებრძოლ "მაინცს" სტუმრობს, ხოლო "დორტმუნდი" ბოლო დროს მოყოჩაღებული "ჰამბურგის" მასპინძელია.

იტალიის თასი: რომაული დერბი
2 აპრილს გონსალო იგუაინმა ერთხელ უკვე ითამაშა ნეაპოლში - ყველაფერი მაღალ დონეზე იყო, "ნაპოლის" მცველებმა ისე ითამაშეს, რომ პიპიტამ ერთხელაც კი ვერ მიიღო ბურთი მეტოქის საჯარიმოში.

მაღალ დონეზე იყვნენ კარაბინერებიც, რადგან არც გონსალოს, არც "იუვეს" რომელიმე ფეხბურთელს არაფერი დაშავებიათ. მაღალ დონეზე უგულშემატკივრეს ადგილობრივმა ტიფოზებმა "ნაპოლის" და, რა თქმა უნდა, "მოღალატე" იგუაინს უსტვინეს და აგინეს.

ახლა ეს ყველაფერი "სან პაოლოზე" 5 აპრილს გამეორდება, რადგან "იუვენტუსი" კვლავ ესტუმრება ვეზუვივით საშიშ რეგიონს, ამჯერად, იტალიის თასის ეგიდით. ეს ნახევარფინალური მატჩებია, საპასუხო - "იუვემ" ტურინში მოგებული 3:1 უნდა დაიცვას, ერთი დღით ადრე კი არანაკლები (თუ მეტი არა) დაპირისპირებაა "ოლიმპიკოზე" - რომაული დერბი. "რომა" "ლაციოს" მასპინძლობს და შეეცდება პირველ მატჩში წაგებული 0:2-ის აღმოფხვრას. ბოლოს და ბოლოს, რომაელი ფანების ოცნებაც ახდა - თამაში გვიან საღამოსაა და არა დღის შუქზე.

ლუჩანო სპალეტი (რომა): "ჩემი მომავალი ბედი სეზონის ბოლოს გადაწყდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჩემი "რომაში" დარჩენის შანსი გაიზარდოს. ამაში კი რომაული დერბიც დაგვეხმარება".

სიმონე ინძაგი (ლაციო): "ყველაფრისთვის მზად ვართ. ფინალში გასვლა ჩემი 41 წლის იუბილესთვის შესანიშნავი საჩუქარი იქნება. მაგრამ ჩვენ მხოლოდ საქმის ნახევარი გავაკეთეთ. ფორა გვაქვს, მაგრამ არა იმდენი, რომ მშვიდად ვიყოთ, რადგან თუ საკუთარი თამაში არ ვითამაშეთ, შეიძლება დავისაჯოთ".

ლიგა 1 და თასი: ლიონი - მყარი მეოთხე
"ლიონი" გამოტოვებულ მატჩს თამაშობს, "მეცს" სტუმრობს, რომელსაც ჩამოკლებული 2 ქულა დაუბრუნეს. "ლიონს" მკვეთრად გარკვეული სატურნირო მდგომარეობა აქვს, სამეულს უიმედოდ ჩამორჩება და არც ის გვგონია, რომ "მარსელი" ახლოს მოუშვას.

სხვა საქმეა სათასო მატჩები - საფრანგეთში მეოთხედფინალების დროა. პსჟ "ავრანშს" სტუმრობს, რომელიც რანგით მესამე, ნასიონალ დივიზიონში თამაშობს და იქაც აუტსაიდერთა შორისაა. ლიგის თასის ფინალში შერცხვენილი "მონაკო" "ლილს" მასპინძლობს, ხოლო "ანჟერი" - "ბორდოს". "გენგამი" "სან რაფაელს" ესტუმრება, რომელიც რანგით მეოთხე დივიზიონში თამაშობს!

ინგლისი. პრემიერლიგა. XXXI ტური
სამშაბათი. 4 აპრილი
ბარნლი-სტოკი 22:45
ლესტერი-სანდერლენდი 22:45
უოტფორდი-ვესტ ბრომვიჩი 22:45
მანჩესტერი-ევერტონი 23:00

ოთხშაბათი. 5 აპრილი
არსენალი-ვესტ ჰემი 22:45
ჰალი-მიდლსბრო 22:45
სუონსი-ტოტენჰემი 22:45
საუთჰემპტონი-კრ. პალასი 22:45
ჩელსი-სიტი 23:00
ლივერპული-ბორნმუთი 23:00

ბომბარდირები: 21 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 19 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 18 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 17 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 15 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 14 - აგუერო (მანჩესტერ სიტი), ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი), დელე ალი (ტოტენჰემი).

ესპანეთი. ლა ლიგა. XXIX ტური
სელტა-ლას პალმასი 3:1
გოლები: 1:0 ჯ. როსი (11), 2:0 ჯ. როსი (35), 3:0 ჯ. როსი (57), 3:1 ბიგასი (81)
სელტა (4-2-3-1): სერხიო ალვარესი - რონკალია, კაბრალი, ფონტასი, ხონი - ვასი, რადოია - ასპასი (80. ბოვიუ), ხოსაბედი (89. შეიხი), სისტო - ჯ. როსი (67. პაბლო ერნანდესი)
ლას პალმასი (4-3-3): რაული - სიმონი (66. მიჩელი), დავიდ გარსია, ბიგასი, დანი კასტელიანო - ვისენტე გომესი (74. ჰალილოვიჩი), მესა, ვიერა - ტანასუ, კ. ბოატენგი (66. ლივაია), ხოსე როდრიგესი
მაყურებელი: 14 212

XXX ტური
სამშაბათი. 4 აპრილი
ბილბაო-ესპანიოლი 21:30
ბეტისი-ვილიარეალი 23:30
ატლეტიკო-სოსიედადი 23:30

ოთხშაბათი. 5 აპრილი
ბარსელონა-სევილია 21:30
ალავესი-ოსასუნა 22:30
სპორტინგი-მალაგა 22:30
დეპორტივო-გრანადა 22:30
ლეგანესი-რეალი 23:30

ხუთშაბათი. 6 აპრილი
ეიბარი-ლას პალმასი 21:30
ვალენსია-სელტა 23:30

ბომბარდირები: 25 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 23 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 19 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 15 - იაგო ასპასი (სელტა); 14 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

გერმანია. ბუნდესლიგა. XXVII ტური
სამშაბათი. 4 აპრილი
დორტმუნდი-ჰამბურგი 22:00
კიოლნი-აინტრახტი 22:00
ვერდერი-შალკე 22:00
ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 22:00

ოთხშაბათი. 5 აპრილი
გლადბახი-ჰერტა 22:00
მაინცი-ლაიპციგი 22:00
ვოლფსბურგი-ფრაიბურგი 22:00
აუგსბურგი-ინგოლშტადტი 22:00
დარმშტადტი-ლევერკუზენი 22:00

ბომბარდირები: 24 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 22 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 14 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

იტალია. სერია A. XXX ტური
ინტერი-სამპდორია 1:2
გოლები: 1:0 დამბროზიო (35), 1:1 შჩიკი (50), 1:2 კვალიარელა (85-პენ.)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მედელი, მირანდა, ანსალდი - გალიარდინი (46. კონდოგბია), ბროზოვიჩი - კანდრევა, ბანეგა (66. ედერი), პერიშიჩი (78. ჟოაო მარიო)- იკარდი
სამპდორია (4-3-1-2): ვიავიანო - სალა (16. ბერეჟინსკი), სილვესტრი, შკრინიარი, დოდო (70. რეჯინი) - ბარეტო, ტორეირა, ლინეტი - ფერნანდესი (61. ალვარესი) - კვალიარელა, შჩიკი
მაყურებელი: 50 000

ბომბარდირები: 23 - ანდრეა ბელოტი (ტორინო), ედინ ჯეკო (რომა); 20 - მაურო იკარდი (ინტერი), დრის მერტენსი (ნაპოლი); 19 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 18 - ჩირო იმობილე (ლაციო).

თასი. 1/2 ფინალი. საპასუხო მატჩები
სამშაბათი. 4 აპრილი
რომა-ლაციო 22:45 (0:2)

ოთხშაბათი. 5 აპრილი
ნაპოლი-იუვენტუსი 22:45 (1:3)

საფრანგეთი. ლიგა 1. გადმოტანილი მატჩი
ოთხშაბათი. 5 აპრილი
მეცი-ლიონი 21:00

ბომბარდირები: 27 - ედინსონ კავანი (პსჟ); 23 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

საფრანგეთი. თასი. 1/4 ფინალი
სამშაბათი. 4 აპრილი
სტ. რაფაელი-გენგამი 20:00
მონაკო-ლილი 23:00

ოთხშაბათი. 5 აპრილი
ანჟერი-ბორდო 20:30
ავრანში-პსჟ 23:05

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული