პრემიერლიგა: ჟოზეს შურისძიება
* 2007 წლის მერე პირველად მოხდა, რომ "ჩელსიმ" მეტოქის კარისკენ ერთხელაც ვერ დაარტყა ზუსტად პრემიერლიგის მატჩში.* ჟოზე მოურინიო (მანჩესტერი) 34 გუნდს შეხვდა პრემიერლიგის მწვრთნელის რანგით და ყველასთან მიითვალა ერთი გამარჯვება მაინც. კოლექციას სწორედ მისი ყოფილი გუნდი "ჩელსი" აკლდა.
* ანდერ ერერამ (მანჩესტერი) პრემიერლიგის მატჩში
* "ლივერპულმა" უკვე მოაგროვა 66 ქულა, რაც 6-ით მეტია წინა სეზონის შედეგზე.
* "მანჩესტერ სიტიმ" მე-11 მატჩი მოიგო სტუმრად, რაც კლუბის რეკორდია.
* კევინ დე ბრუინი (სიტი) 13 საგოლე პასით პრემიერლიგის ლიდერია.
* ვენსან კომპანიმ (სიტი) პრემიერლიგაში 2015 წლის აგვისტოს მერე პირველად გაიტანა.
* ჯერდან შაკირის (სტოკი) ბოლო 5 პრემიერლიგური გოლი საჯარიმოს გარედანაა გატანილი.
* ლეიტონ ბეინესი (ევერტონი) პირველი მცველია პრემიერლიგაში, ვინც 50 საგოლე პასი გააკეთა.
* რაც "ლესტერს" კრეიგ შექსპირი წვრთნის (7 ტური) ჯეიმი ვარდიმ 8 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 2 საგოლე პასი).
* ვაჰბი ხაზრის (სანდერლენდი) გოლი 2016 წლის შემდეგ პირველი გოლია, რომელიც პირდაპირ კუთხურიდან გავიდა.
* "სანდერლენდმა" პრემიერლიგაში 701-წუთიანი "მშრალი" სერია შეწყვიტა.
* "ტოტენჰემმა" ზედიზედ 12 მატჩი "უაით ჰართ ლეინზე" ერთ სეზონში პირველად მოიგო.
* ჰარი კეინმა (ტოტენჰემი) ზედიზედ სამ სეზონში შეძლო 20 და მეტი გოლის გატანა. პრემიერლიგაში ეს აქამდე მხოლოდ შირერს, ანრისა და ვან ნისტელროის გაუკეთებიათ.
* ჰიუნ-მინ სონმა (ტოტენჰემი) ბოლო 4 მატჩში 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 1 პასი).
ლა ლიგა: მესი - ყველგან პირველი
* ბილბაოს "ატლეტიკმა" პრიმერას მატჩის პირველ 20 წუთში სამი გოლი პირველად გაიტანა 1989 წლის შემდეგ. * სტივენ ნ'ზონზიმ (სევილია) 105 პასი გააკეთა, რაც ანდალუსიელთა საგარეო მატჩებში ამ სეზონის რეკორდია.
* ლიონელ მესიმ (ბარსელონა) ამ სეზონში ყველაზე მეტი ქულა მოუპოვა თავის გუნდს - 29 გოლით 17 ქულა.
* ლიონელ მესიმ ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან - 7.
* "ბარსელონამ" შინ ზედიზედ მე-18 მატჩი მოუგო "რეალ სოსიედადს" და ჯამში 51 გოლი გაუტანა.
* "ატლეტიკომ" ამ სეზონში ყველაზე მეტი პენალტი გააცუდა - 6.
* იანიკ ფერეირა-კარასკო (ატლეტიკო) არდა თურანს დაეწია და 13 გოლით ნახევარმცველებს შორის თანალიდერია ლა ლიგაში.
* "რეალმა" ამ სეზონში სტუმრად ყველაზე მეტი ქულა დააგროვა, მას მერე, რაც აგებდა - 10.
* ისკო ალარკონმა (რეალი) ბოლო 8 მატჩში სასტარტო შემადგენლობაში 8 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 2 საგოლე პასი).
* სალვატორე სირიგუმ (ოსასუნა) 2 წუთში ორი პენალტი მოიგერია.
ბუნდესლიგა: "დორტმუნდის" სერია
* "შალკემ" ბოლო 14 პენალტიდან მხოლოდ ნახევარი გაიტანა.* "დარმშტადტმა" ზედიზედ ორ ტურში ოქტომბრის მერე პირველად გაიტანა.
* 2017 წელს "ვერდერმა" 23 ქულას მოუყარა თავი 12 ტურში, ბოლოს ბრემენელებმა ასეთი რამ 11 წლის წინათ შეძლეს.
* "ჰამბურგმა" მე-14 გოლი გაუშვა ისეთი ფეხბურთელისგან, რომელიც შეცვლაზე შევიდა. ეს ბუნდესლიგის რეკორდია.
* მაქს კრუზემ (ვერდერი) 2017 წელს უკვე ორჯერ და მეტი გაიტანა (7), ვიდრე 2016 წლის განმავლობაში (3).
* ტინ იედვაი (ლევერკუზენი) ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც სამი გაძევება დაუგროვდა.
* არიენ რობენმა "ბაიერნის" მაისურით 250-ე მატჩი ითამაშა.
* რაც ტაიფუნი "ლევერკუზენს" წვრთნის, გუნდს 7 ტურია არ გაუშვია გოლი I ტაიმებში.
* ქერემ დემირბაიმ (ჰოფენჰაიმი) ბუნდესლიგაში პირველი დუბლი შეასრულა.
* ბუნდესლიგის დებიუტანტმა "ლაიპციგმა" უკვე გაინაღდა მე-4 ადგილი და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საგზური.
* მარიო გომესმა (ვოლფსბურგი) სეზონში ბუნდესლიგის ყველა გუნდს გაუტანა ("ვოლფსბურგის" ჩათვლით).
* იუნუს მალიმ "ვოლფსბურგის" შემადგენლობაში პირველად გაიტანა.
* ადამ სალაიმ (ჰოფენჰაიმი) 2017 წელს მესამე დუბლი შეასრულა.
* "დორტმუნდმა" პირველ 15 წუთებში ჯამში 14 გოლი გაიტანა, რაც ყველაზე მეტია.
* "დორტმუნდმა" ბუნდესლიგაში ზედიზედ მე-19 მატჩში გაიტანა გოლი.
სერია A: პიპიტა - 200
* "ნაპოლი" ერთადერთი გუნდია ევროპის ტოპ-5 ლიგაში, რომლის 4-მა ფეხბურთელმა მოახერხა უკვე 10 და მეტი გოლის გატანა.* ამ სეზონში პირველად მოხდა, რომ "ნაპოლიმ" ზედიზედ ორ ტურში ითამაშა ერთი და იგივე სასტარტო შემადგენლობით.
* ჯო ჰარტმა (ტორინო) ამ სეზონში 5 ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელმაც გუნდის კარში გოლი გამოიწვია. მხოლოდ იოსიპ პოზავეცმა დაუშვა მეტი სერიოზული შეცდომა - 7.
* ფრანჩესკო ტოტიმ (რომა) მატჩების რაოდენობით (615) გაუტოლდა ხავიერ ძანეტის.
* გონსალო იგუაინმა 23 გოლი გაიტანა ამ სეზონში, ერთ სეზონში ამაზე მეტი "იუვენტუსის" ფეხბურთელმა ბოლოს 2001/02 წლებში გაიტანა (დავიდ ტრეზეგე).
* გონსალო იგუაინმა ევროპის ტოპ-5 ლიგაში 200 გოლის გატანა მოახერხა (რეალი - 107, ნაპოლი - 71, იუვენტუსი - 22).
* კრისტიან საპატამ (მილანი) გოლი თამაშის დაწყებიდან 96 წუთისა და 40 წამის შემდეგ გაიტანა. კაკას მერე (2006 წ.) მილანურ დერბიში "მილანის" ფეხბურთელს 90-ე წუთის მერე აღარ გაუტანია.
* მაურო იკარდიმ (ინტერი) მილანურ დერბიში საჯარიმოში ბურთთან მეორე შეხებით გაიტანა.
* ბოლო 6 მილანური დერბია, რაც არც ერთი ფეხბურთელი არ გაუძევებიათ.
ლიგა 1: ფალკაოს შეხვედრა წარსულთან
* ანხელ დი მარიამ (პსჟ) ბოლო სამ მატჩში 7 გოლში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 3 საგოლე პასი).* ანხელ დი მარიამ ლიგა 1-ში უკვე 4 გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმებით, რაც მისი დებიუტის შემდეგ, ლიგა 1-ში საუკეთესო შედეგია.
* მაქსიმ ლოპესმა (მარსელი) I ტაიმში 40-ვე პასი ზუსტი გააკეთა.
* ბაფეტიმბი გომისმა (მარსელი) პირველად შეძლო ლიგა 1-ის სეზონში 17 გოლის გატანა.
* უკვე 22 მატჩია, რაც "მარსელი" შინ "სენტ ეტიენთან" არ მარცხდება.
* რადამელ ფალკაომ 2012 წლის მერე პირველად გაიტანა საჯარიმო დარტყმით.
* ჯიმი ბრიანმა (გენგამი) პირველად გაიტანა ერთ სეზონში 10 გოლი ან მეტი.
* "ნიცამ" 1976 წლის მერე პირველად გაინაღდა სამეული.
* მიკაელ ლე ბიანმა (ნიცა) ბოლო სამი ზუსტი დარტყმით სამი გოლი გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"