პრემიერლიგა: მტრად მოსული მოყვარე
* მას მერე, რაც მარკო არნაუტოვიჩმა (სტოკი) პენალტი ვერ გაიტანა, ზუსტად 60 წამში "სუონსიმ" მეტოქის კარი აიღო.* ფერნანდო ლორენტეს (სუონსი) გოლების ნახევარი ამ სეზონში თავით აქვს გატანილი - 6 12-დან.
* 2017 წელს ჯოშ კინგმა (ბორნმუთი) 17 გოლი გაიტანა, მეტი, ვიდრე "მიდლსბრომ".
* სემ ელერდაისმა (კრისტალ პალასი) მწვრთნელის რანგში "ენფილდზე" პირველად მოიგო, ეს იყო მისი მე-14 ცდა.
* "კრისტალ პალასი" "ჩელსის" მერე (2005 წ.) პირველი გუნდია, რომელმაც "ენფილდზე" ზედიზედ სამი პრემიერლიგური დაპირისპირება მოუგო "ლივერპულს".
* კრისტიან ბენტეკემ (კრისტალ პალასი) "ენფილდზე" უფრო მეტი გოლი გაიტანა, როგორც მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა (5), ვიდრე "ლივერპულის" მაისურით (4).
* "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუმარცხებელია პრემიერლიგის 23 მატჩში (13 მოგება, 10 ფრე).
ასოციაციის თასი: პეპი უტიტულოდ
* "ჩელსისთან" მატჩში კრისტიან ერიქსენმა (ტოტენჰემი) ორი საგოლე პასი გააკეთა და ევროპის ტოპ-5 ლიგის ფეხბურთელებიდან პირველმა მიაღწია სეზონში 20 საგოლე პასამდე. * "ჩელსიმ" მე-800 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, მას მერე, რაც კლუბის მეპატრონე რომან აბრამოვიჩი გახდა.
* "ტოტენჰემმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი დათმო ასოციაციის თასის ნახევარფინალში. ეს ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე გრძელი სერიაა.
* "ჩელსიმ" მეტოქის კარში 5-ჯერ დაარტყა და 4 გოლი გაიტანა.
* 21-ე საუკუნეში ასოციაციის თასის ფინალში ყველაზე მეტჯერ "ჩელსი" გავიდა - 7-ჯერ.
* ნემანია მატიჩმა "ჩელსის" მაისურით გოლი 350-დღიანი პაუზის მერე გაიტანა.
* 2015 წლიდან მოყოლებული, ჰარი კეინმა (ტოტენჰემი) 24 ლონდონურ დერბიში 21 გოლი გაიტანა.
* ბოლო ორ სეზონში ვილიანმა 9 გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმით, რაც ამ პერიოდში მისი გოლების 45%-ია.
* "მანჩესტერ სიტიმ" თასის ნახევარფინალში 1932 წლის მერე პირველად წააგო. სხვათა შორის, 85 წლის წინათაც "სიტიმ" "არსენალთან" დათმო.
* ალექსის სანჩესმა "უემბლიზე" 4 გოლი გაიტანა და ამ მხრივ "არსენალის" ფეხბურთელთა შორის ყველა დროის ბომბარდირი გახდა.
* სერხიო აგუერომ (მანჩესტერ სიტი) ბოლო 12 მატჩში 12 გოლი გაიტანა.
* ხოსეპ გვარდიოლა (სიტი) ვერ მოიგებს ტიტულს პირველად მის სამწვრთნელო კარიერაში.
ლა ლიგა: მეორე ფრანგი, მესამე ბრიტანელი
* განსომ "სევილიას" მაისურით პირველი ორი გოლი გაიტანა ლა ლიგაში. მანამდე მას მხოლოდ თასზე ჰქონდა გატანილი 1 გოლი. * ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) მეორე ფრანგია, ვინც ლა ლიგაში 100 გოლი გაიტანა ქარიმ ბენზემას (120) შემდეგ.
* კიკე სანჩეს ფლორესმა მწვრთნელის რანგში პირველად წააგო "ატლეტიკოსთან" დაპირისპირება.
* ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი გოლი "ოსასუნამ" გაუშვა - 75.
* ბოლო ორ სეზონში სედრიკ ბაკამბუმ 9 დუბლი შეასრულა. "ვილიარეალის" სხვა არც ერთ ფეხბურთელს არ შეუსრულებია ამ დროში 2 დუბლზე მეტი.
* ლიონელ მესიმ "ბარსელონას" მაისურით (ყველა შეჯიბრებაში) 500 გოლი გაიტანა.
* "რეალმა" პირველი კლასიკო წააგო კაზემიროსთან ერთად (მერვე მატჩში).
* ლიონელ მესიმ ბოლო 6 კლასიკოში გოლი ვერ გაიტანა. ეს მისი ყველაზე ხანგრძლივი "მშრალი" სერია იყო კლასიკოებში.
* გარეთ ბეილი მესამე ბრიტანელია, ვინც ლა ლიგაში 100 მატჩი ითამაშა (დევიდ ბექჰემი - 116, გარი ლინეკერი - 103).
* კევინ-პრინს ბოატენგმა (ლას პალმასი) კარიერაში პირველად შეძლო ერთ სეზონში 10 გოლის გატანა.
* "რეალმა" ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა სტანდარტული მდგომარეობებიდან - 25, ხოლო "ბარსელონამ" ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ღია თამაშიდან.
ბუნდესლიგა: სუპერდუეტი
* "ჰოფენჰაიმი" ისტორიაში პირველად გავიდა ევროთასებზე.* ბოიან კრკიჩი (მაინცი) გახდა პირველი ესპანელი, ვისაც გოლები აქვს გატანილი პრიმერაში, პრემიერლიგაში, სერია A-სა და ბუნდესლიგაში.
* ევროპის ტოპ-4 ლიგაში (საფრანგეთის გამოკლებით) გოლები აქამდე მხოლოდ 6 ფეხბურთელს ჰქონდა გატანილი, ბოიან კრკიჩი მეშვიდეა.
* ტიაგო ალკანტარამ (ბაიერნი) მეხუთე გოლი გაიტანა ამ სეზონში, რაც მის წინა სამი სეზონის მაჩვენებელზე (4 გოლი) მეტია.
* უსმან დემბელემ (დორტმუნდი) მე-9 საგოლე პასი გადააწოდა პიერ-ემერიკ ობამეიანგს.
* რაც "გლადბახის" ფეხბურთელია, ლარს შტინდლმა პირველად გაიტანა ბუნდესლიგის ზედიზედ სამ მატჩში.
* კრისტიან პულიშიჩმა "დორტმუნდის" მაისურით 50-ე მატჩი ითამაშა, ის მხოლოდ 18 წლისა და 216 დღისაა.
* "დარმშტადტმა" ბოლო 15 საგარეო მატჩში პირველი ქულები მოიპოვა.
* "ჰერტამ" ამ სეზონში ყველაზე მეტი მატჩი მოიგო შინ - 12.
* მაქს კრუზე პირველი ფეხბურთელია, ვინც "ვერდერის" მაისურით ბუნდესლიგაში პოკერი შეასრულა ფრანკ ნოიბარტის (1986 წ.) მერე.
* მაქს კრუზემ ჩემპიონატის მეორე ნახევარში 15 გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც ყველაზე მეტია.
* მარკო ფაბიანი (აინტრახტი) მხოლოდ მეორე მექსიკელია, ვინც ბუნდესლიგაში დუბლი შეასრულა. პირველი, რა თქმა უნდა, ხავიერ ერნანდესია.
* კლაას-იან ჰუნტელაარმა (შალკე) ბუნდესლიგაში 82-ე გოლი გაიტანა, რითაც ოლაფ ტონს გაუთანაბრდა.
* ტიმო ვერნერმა (ლაიპციგი) 22 გოლში მიიღო მონაწილეობა ამ სეზონში (17 გოლი, 5 საგოლე პასი).
სერია A: შიკის შოკი
* მაურო იკარდი "ინტერის" პირველი ფეხბურთელია 16-წლიანი პაუზის (კრისტიან ვიერი 2001 წ.) შემდეგ, ვინც საგარეო მატჩში ჰეთ თრიკი შეასრულა. * ბოლო მატჩი, სადაც 9 ან მეტი გოლი გავიდა, 2014 წელს შედგა - პარმა-მილანი 4:5.
* მატიას ვესინომ (ფიორენტინა) პირველი გოლი 50-ე დარტყმით გაიტანა ამ სეზონში.
* ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი გოლი ბერგამოს "ატალანტას" მცველებმა გაიტანეს - 16.
* როცა მარიო მანჯუკიჩს გააქვს, "იუვენტუსი" ყოველთვის იგებს - სულ ასეთი 20 მატჩი გაიმართა.
* ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი) ერთადერთი მცველია, ვინც ჩემპიონატში, სულ მცირე, 2 გოლი მაინც გაიტანა ზედიზედ ბოლო 4 სეზონში.
* "იუვენტუსის" პირველ და მეორე გოლებს სულ 73 წამი აშორებდა.
* პაულო დიბალამ (იუვენტუსი) ბოლო 6 საშინაო მატჩში (ყველა შეჯიბრებაში) 7 გოლი გაიტანა.
* "ჯენოამ" ამ სეზონში ყველაზე მეტი ავტოგოლი გაიტანა - 4.
* პატრიკ შიკი (სამპდორია) ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც სერია A-ში სეზონში ათი გოლი გაიტანა.
* დრის მერტენსმა (ნაპოლი) 22 გოლი გაიტანა, ზუსტად იმდენი, რამდენიც სამ წინა სეზონში ერთად.
ლიგა 1: მბაპეს განაცხადი
* ევროპის ტოპ-5 ლიგაში ამ სეზონში ყველაზე მეტი 0:0 "მარსელმა" ითამაშა - 8. * ედინსონ კავანიმ (პსჟ) ყველა, 27-ვე გუნდს გაუტანა, რომელთაც ლიგა 1-ში დაუპირისპირდა.
* 1997 წლის შემდეგ პირველად "მონაკომ" ზედიზედ 7 ტურში შეძლო გამარჯვება.
* კილიან მბაპემ (მონაკო) 14 გოლი ყველაზე ახალგაზრდულ ასაკში გაიტანა ლიგა 1-ში - ის 18 წლისა და 4 თვისაა.
* კილიან მბაპეს (მონაკო) ყოველ 87 წუთში ერთი გოლი გააქვს. ტოპ-5 ლიგაში ეს მესამე შედეგია ჰარი კეინისა და რობერტ ლევანდოვსკის შემდეგ (78-78 წთ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"