პირველი ადგილი "მანჩესტერ სიტის" თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ დაიკავა. ფრანგულმა გამოცემამ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სპეციალისტმა 2008-იდან 2012 წლამდე პერიოდში "ბარსელონასთან" ერთად 14 ჯილდო მოიპოვა.
გამოკითხვაში მეორე ადგილზე ლონდონის "ჩელსის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტეა, მესამეზე კი - მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცი დიეგო სიმეონე.
პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ: კარლო ანჩელოტი (ბაიერნი), ჟოზე მოურინიო (მანჩესტერ იუნაიტედი), მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი), იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრები), ზინედინ ზი