ხუთიდან ერთ პირველობაზე (ბუნდესლიგა) ჩემპიონის ვინაობა უკვე ცნობილია. დანარჩენი ოთხიდან სამში ამ უქმეებზე შეიძლება გაირკვეს ტიტულის მფლობელთა ვინაობა. მხოლოდ ესპანეთში შეუძლებელია გაფორმდეს ტიტულის ბედი. "ბარსელონამ" რომც
პრემიერლიგა: სამი ქულა ტიტულამდე
რა გადაწყდა: "ჩელსიმ" და "ტოტენჰემმა" უკვე მოიპოვეს ჩემპიონთა ლიგის საგზური. "ლივერპულს", "მანჩესტერ სიტის", "არსენალს", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ევერტონს" განაღდებული აქვთ ევროსაგზური, მაგრამ მხოლოდ "ევერტონი" ითამაშებს დანამდვილებით ევროპალიგაზე, სხვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის შანსი შერჩათ. "მიდლსბრო" და "სანდერლენდი" უკვე გავარდნილები არიან. რა შეიძლება გადაწყდეს: "ჩელსის" ჩემპიონობამდე მხოლოდ გამარჯვება აკლია. პარასკევს ანტონიო კონტეს გუნდი "ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" ესტუმრება და თუ მოიგებს, ინგლისის ჩემპიონი გახდება. თუ "ჰალ სიტი" სტუმრად "კრისტალ პალასთან" დამარცხდება და "სუონსი" სტუმრად უკვე გავარდნილ "სანდერლენდს" მოუგებს, "ჰალი" გავარდნილია.
ტურის ცენტრალური მატჩი: "ტოტენჰემი" კვირას "მანჩესტერ იუნაიტედს" მასპინძლობს. იმ მომენტისთვის შესაძლოა, მაურისიო პოჩეტინოს გუნდი უმოტივაციოდ იყოს დარჩენილი. "იუნაიტედს" ქულები ჰაერივით სჭირდება, მაგრამ ჟოზე მოურინიოს გუნდს ერთობ დატვირთული ფინიში გამოუვიდა.
ლა ლიგა: ბერნაბეუზე
რა გადაწყდა: "ბარსელონას", "რეალს" და "ატლეტიკოს" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოპოვებული აქვთ. "სევილიას" გარანტირებული აქვს ევროთასებზე თამაში. "გრანადა" და "ოსასუნა" გავარდნილები არიან. რა შეიძლება გადაწყდეს: "ატლეტიკოს" ქულაღა სჭირდება, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გაინაღდოს. "ატლეტიკო" "ბეტისს" ესტუმრება, რომელიც ახლახან უმწვრთნელოდ დარჩა. "დეპორტივოს" გადასარჩენად ქულაც ჰყოფნის სტუმრად "ვილიარეალთან".
ტურის ცენტრალური მატჩი: "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალი" "სევილიას" მასპინძლობს. ანდალუსიელებს ქულაც ჰყოფნით, რომ გაინაღდონ ლიგის საგზური, ზინედინ ზიდანის კრებულს კი ქულების დაკარგვა არაფრით აწყობს. "ბარსელონას" "რეალი" მხოლოდ დაკარგული ქულების წყალობით უსწრებს. საინტერესოა, რას გადაწყვეტს ამჯერად ზიდანი. აქამდე ფრანგი როტაციას არ უშინდებოდა, მაგრამ ახლა უკვე მართლაც ოქროს ფასი აქვს თითოეულ ქულას.
ბუნდესლიგა: ლიდერთა ჯახი
რა გადაწყდა: მიუნხენის "ბაიერნი" უკვე ჩემპიონია და ეს კარგა ხანია, რაც გადაწყდა. ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე გუნდების სიაც უკვე ცნობილია: "ბაიერნი", "ლაიპციგი", დორტმუნდი" და "ჰოფენჰაიმი". უკანასკნელმა ორმა უნდა გაარკვიოს, რომელი მათგანი აიცდენს საკვალიფიკაციო ბრძოლებს. რა შეიძლება გადაწყდეს: თუ "ინგოლშტადტი" "ფრაიბურგთან" დამარცხდება, მისთვის ყველაფერი დასრულებულია, ამ გუნდს ფრეც შეიძლება არ ეყოს.
ტურის ცენტრალური მატჩი: "რედ ბულ არენაზე" სეზონის ნამდვილი გმირი "ლაიპციგი" "რეკორდმაისტერს" მასპინძლობს. ეს შეხვედრა სატურნირო თვალსაზრისით არაფერს წყვეტს, "ლაიპციგი" მეორეა, "ბაიერნი" - პირველი, მაგრამ ამ გუნდების დაპირისპირება მაინც უდიდეს ინტერესს იწვევს. კარლო ანჩელოტის გუნდმა კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს, რომ დამსახურებულად იმარჯვა ჩემპიონატში.
სერია A: გადამწყვეტი მატჩი
რა გადაწყდა: "იუვენტუსმა" გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის საგზური. "რომამ", "ნაპოლიმ" და "ლაციომ" ევროთასების საგზური უკვე მოიპოვეს. "პალერმო" და "პესკარა" სერია B-ში ითამაშებენ. რა შეიძლება გადაწყდეს: თუკი "იუვენტუსი" იმარჯვებს, მასიმილიანო ალეგრის გუნდი სკუდეტოს მოიგებს. "კროტონეს" მარცხისა და მისი ორ კონკურენტის გამარჯვების შემთხვევაში, "კროტონე" ელიტიდან გავარდება.
ტურის ცენტრალური მატჩი: ტური სრულდება "ოლიმპიკოზე", სადაც "იუვეს" უშუალო კონკურენტს ბოლო შანსი აქვს. "რომა"-"იუვენტუსი" ამ უქმეების მთავარი დაპირისპირებაა. მოგება ალეგრის გუნდისთვის ტიტულის მომტანია, თუმცა ეს ადრე თუ გვიან, ალბათ მაინც მოხდება.
ლიგა 1: სტუმრად მწვანეებთან
რა გადაწყდა: "მონაკომ", "პარი სენ-ჟერმენმა" და "ნიცამ" გაინაღდეს ლიგის საგზური, პირველმა ჯგუფური ეტაპიც. რა შეიძლება გადაწყდეს: თუ პსჟ ვერ მოიგებს და "მონაკო" შინ "ლილს" დაამარცხებს, ლეონარდო ჟარდიმის გუნდი ჩემპიონი გახდება. ჯერ არც ერთი გუნდი არ გავარდნილა, თუმცა ეს შეიძლება ამ ტურში მოხდეს.
ტურის ცენტრალური მატჩი: ამ ტურში "სენტ ეტიენი" უნაი ემერის "პარი სენ-ჟერმენს" მასპინძლობს და, ბუნებრივია, ეს არის ტურის მთავარი დაპირისპირება. როგორც გახსოვთ, სტუმრებს ქულების დაკარგვის უფლება არ აქვთ.
მიმდინარე სერიები
* გამარჯვებები (ტოპ-5): მონაკო - 9; ბარსელონა - 5.
* გამარჯვებები (ევროპაში): მონაკო - 9; ასტრა - 8; გიმარაეში - 7.
* დაუმარცხებელი (ტოპ-5): მონაკო - 17; იუვენტუსი - 16.
* დაუმარცხებელი (ევროპა): სელტიკი - 35; პორტუ - 29; კოპენჰაგენი - 26.
* ფრეები (ტოპ-5): -.
* ფრეები (ევროპა): დნიპრო - 5; ბოტოშანი, სუნსვალი - 4.
* მოუგებელი (ტოპ-5): გრანადა - 11; პესკარა - 10.
* მოუგებელი (ევროპა): გრანადა - 1; პესკარა, ვოლინი - 10.
* წაგებები (ტოპ-5): გრანადა - 6; სელტა, პესკარა - 4.
* წაგებები (ევროპა): ბორაცი - 8; გრანადა - 6.
ინგლისი. პრემიერლიგა. XXXVII ტური
პარასკევი. 12 მაისი
ევერტონი-უოტფორდი 22:45
ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი 23:00
შაბათი. 13 მაისი
სიტი-ლესტერი 15:30
ბორნმუთი-ბარნლი 18:00
მიდლსბრო-საუთჰემპტონი 18:00
სანდერლენდი-სუონსი 18:00
სტოკი-არსენალი 20:30
კვირა. 14 მაისი
კრ. პალასი-ჰალი 15:00
ვესტ ჰემი-ლივერპული 17:15
ტოტენჰემი-მანჩესტერი 19:30
ბომბარდირები: 24 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 21 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 20 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ალექსის სანჩესი (არსენალი); 18 - სერხიო აგუერო (სიტი); 17 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი), დელე ალი (ტოტენჰემი); 15 - ედენ აზარი (ჩელსი), ჯოშუა კინგი (ბორნმუთი), ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი).
ესპანეთი. ლა ლიგა. XXXVII ტური
შაბათი. 13 მაისი
ესპანიოლი-ვალენსია 18:00
ოსასუნა-გრანადა 20:30
კვირა. 14 მაისი
ალავესი-სელტა 18:00
ბილბაო-ლეგანესი 22:00
ბეტისი-ატლეტიკო 22:00
ეიბარი-სპორტინგი 22:00
ლას პალმასი-ბარსელონა 22:00
ვილიარეალი-დეპორტივო 22:00
რეალი-სევილია 22:00
სოსიედადი-მალაგა 22:00
ბომბარდირები: 35 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 27 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 20 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - იაგო ასპასი (სელტა); 16 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 15 - არიც ადურისი (ბილბაო), ალვარო მორატა (რეალი).
გერმანია. ბუნდესლიგა. XXXIII ტური
შაბათი. 13 მაისი
ლევერკუზენი-კიოლნი 17:30
შალკე-ჰამბურგი 17:30
მაინცი-აინტრახტი 17:30
ვოლფსბურგი-გლადბახი 17:30
აუგსბურგი-დორტმუნდი 17:30
ვერდერი-ჰოფენჰაიმი 17:30
დარმშტადტი-ჰერტა 17:30
ფრაიბურგი-ინგოლშტადტი 17:30
ლაიპციგი-ბაიერნი 17:30
ბომბარდირები: 28 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 25 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 19 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); 15 - მარიო გომესი (ვოლფსბურგი).
იტალია. სერია A. XXXVI ტური
შაბათი. 13 მაისი
ფიორენტინა-ლაციო 20:00
ატალანტა-მილანი 22:45
კვირა. 14 მაისი
ინტერი-სასუოლო 14:30
სამპდორია-კიევო 17:00
კალიარი-ემპოლი 17:00
პალერმო-ჯენოა 17:00
ტორინო-ნაპოლი 17:00
ბოლონია-პესკარა 17:00
კროტონე-უდინეზე 17:00
რომა-იუვენტუსი 22:45
ბომბარდირები: 27 - ანდრეა ბელოტი (ტორინო); 25 - ედინ ჯეკო (რომა); 24 - მაურო იკარდი (ინტერი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), დრის მერტენსი (ნაპოლი); 22 - ჩირო იმობილე (ლაციო); 16 - მარკო ბორიელო (კალიარი); 15 - ლორენცო ინსინიე (ნაპოლი).
საფრანგეთი. ლიგა 1. XXXVII ტური
კვირა. 14 მაისი
სტ. ეტიენი-პსჟ 23:00
ბორდო-მარსელი 23:00
მონპელიე-ლიონი 23:00
ნიცა-ანჟერი 23:00
ბასტია-ლორიანი 23:00
დიჟონი-ნანსი 23:00
მონაკო-ლილი 23:00
ნანტი-გენგამი 23:00
კაენი-რენი 23:00
მეცი-ტულუზი 23:00
ბომბარდირები: 33 - ედინსონ კავანი (პსჟ); 24 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 19 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 18 - ბაფეტიმბი გომისი (მარსელი); 15 - ფლორიან ტოვენი (მარსელი), ივან სანტინი (კაენი), მარიო ბალოტელი (ნიცა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"