11:21 20-05-2017
ესპანელმა 17-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისს მოუგეს [VIDEO]
AutoSharing Option
19 მაისს, ხორვატიის ქალაქ ვარაჯინში ჩატარებული ფინალური შეხვედრის სათამაშო დრო ფრედ 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ესპანელებმა იყოჩაღეს - 4:1.
რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, ანგარიში მე-18 წუთზე ინგლისელებმა კალუმ ჰადსონ-ოდოის გოლით გახსნეს, ესპანელებმა კი შესვენებამდე მატეუ მორეის გოლით (38) გაათანაბრეს. 58-ე წუთზე ფილიპ ფოდენმა ინგლისი კვლავ წინ გაიყვანა, თუმცა კომპენსირებულ დროში იგნასიო დიასმა გაიტანა და საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანა.
ეს ჭაბუკ ესპანელთა მესამე, სარეკორდო გამარჯვებაა ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე. მანამდე პირინეელებმა ასეთივე წარმატებას 2007 და 2008 წლებში მიაღწიეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული