პირველი გოლი 31-ე წუთზე გავიდა, ზელანდიელმა ბოქსოლმა საკუთარი კარი დალაშქრა. მეორე ტაიმში 69-ე წუთზე თავი ფიოდორ სმოლოვმა გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ნაკრებში პირველი ოფიციალური მატჩი ითამაშა გიორგი ჯიქიამ და ამიერიდან, საბოლოოდ გამოირიცხა იმის შანსი, რომ იგი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.
A ჯგუფის მეორე მატჩი კვირას გაიმართება, პორტუგალიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის.