კონფედერაციათა თასი: რუსეთმა ტურნირი გამარჯვებით გახსნა

AutoSharing Option
17 ივნისს სანკტ პეტერბურგში კონფედერაციათა თასის A ჯგუფის მატჩი გაიმართა - რუსეთის ნაკრები ახალი ზელანდიის გუნდს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

პირველი გოლი 31-ე წუთზე გავიდა, ზელანდიელმა ბოქსოლმა საკუთარი კარი დალაშქრა. მეორე ტაიმში 69-ე წუთზე თავი ფიოდორ სმოლოვმა გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ნაკრებში პირველი ოფიციალური მატჩი ითამაშა გიორგი ჯიქიამ და ამიერიდან, საბოლოოდ გამოირიცხა იმის შანსი, რომ იგი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.

A ჯგუფის მეორე მატჩი კვირას გაიმართება, პორტუგალიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ბრავო ჯიქიაა გოგიას და ვაჩიბერაძეს
geno
13:55 18-06-2017
0
ჯიქია რომ სამშობლოს მოღალატეა ამაზე არ იდავოთ ხოლმე ზოგადად, იჰიი "შპოლტი და პოლიტიკა შხვადაშხვაა" ორუჯრედიანი ხალხი არ გამოხტეთ , თან ეს რუსებისთვის პრინციპის საკითხი იყო რომ ტენდენცია არ შექმნილიყო, ჯანო გაექცათ უკვე, კვერკველია და როგორ ძირავენ ორივეს ძალიან კარგად ხედავთ, ტყუილად სკამს ახეხინებდნენ ხოლმე სხვადასხვა გუნდებში რაც არ უნდა მაგარ ფორმაში ყოფილიყვნენ, ჯიქიასაც იგივე ელოდა და იგივე ელით იმ ახალგაზრდებს რომლებიც რუსეთში თამაშობენ და რუსეთის მოქალაქეები არიან
მოღალატე
14:50 18-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული