ინგლისის ნაკრების თავკაცი: რუსეთის ნაკრებში გიორგი ჯიქია მომეწონა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა რუსეთის ნაკრებიდან პორტუგალიასთან მატჩში გიორგი ჯიქია გამოარჩია.

"მომწონს, როგორ თამაშობენ რუსეთის ნაკრების ფეხბურთელები კონფედერაციათა თასზე და შემიძლია ვთქვა, რომ ერთი წლის შემდეგ რუსეთის ნაკრები უფრო ძლიერი გახდა.

ვის გამოვარჩევდი რუსეთის ნაკრებიდან? ცენტრალური მცველი გიორგი ჯიქია მომეწონა. ის კარგად თამაშობს თავით, კარგად ირჩევს პოზიციას და დაცვაში პარტნიორებს აზღვევს.

თუ ასეთ ტემპში გააგრძელებს, მას შეუძლია რომელიმე ევროპულ კლუბში გადავიდეს", - თქვა საუთგეიტმა.

მომზადებულია iz.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
ეგ ბიჭი არი გვარად ძიკია ან ძიქია და არა ჯიქია, თუ მის მაისურის წარწერას დავუჯერებთ.
0
კარგად მახსოვს როგორ ჩამოიყვანეს სლავა მეტრეველი რუსეთიდან ბიზნესმენებმა ლაზრიშვილმა და ნემსაძემ, დიდი ფული დადეს, სლავამ არც ქართული იცოდა და არც დაბადებული იყო საქართველოში, მერე გაიგო რა არის ქართველობა და ჩვენმა სიყვარულმა გახადა პატრიოტი, ახლაც შეიძლებოდა იგივეს გაკეთება, მაგრამ არც ისეთი ბიზნესმენი პატრიოტები და არც პატრიოტი სახელმწიფო მოღვაწეები გვყავს
თეიმურაზკარ
14:22 24-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული