27 ივნისს გამართულ შეხვედრაში "სკუადრა აძურა" ტოლ-სწორად ეთამაშა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებს და მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდა.
"ესპანეთის ნაკრები - დიდებული გუნდია, რომელიც სტაბილურად თამაშობს და გვინდა, მსგავსი სტაბილურობით ჩვენც გამოვირჩეოდეთ.
დღეს ჩვენ შევძელით საკუთარი ფეხბურთის ჩვენება, დიდხანს გვეჭირა ბურთი და ვქმნიდით მომენტებს. ვიცოდით, რომ შედეგის მიღწევა მხოლოდ ასე შეიძლებოდა.
პირველ ტაიმში ძალიან კარგად გავისარჯეთ, მაგრამ მეორე ტაიმში უკვე გაჭირდა ისეთივე ინტენსივობის შენარჩუნება. რაც შეეხება
ვულოცავ ჩემს ბიჭებს ამ კარგ თამაშს. ხვალ ალბათ არც ვავარჯიშებ, რადგან ძალიან გადაიღალნენ.
ვფიქრობ, ორგანიზატორები უნდა დაფიქრდნენ რეგლამენტის შეცვლაზე, რათა გუნდებს ძალების აღსადგენად მეტი დრო ჰქონდეთ. ამ ვითარებაში კი ჩვენ მესამე ადგილისთვის ბრძოლა გაგვიჭირდება", - თქვა პრანდელიმ.
იხილეთ ვიდეო
30 ივნისს (თბილისის დროით უკვე 1 ივლისი იქნება) ესპანეთის ნაკრები ფინალში ბრაზილიას შეხვდება, იტალია კი მესამე ადგილისთვის მატჩში ურუგვაის დაუპირისპირდება.
იხილეთ ფოტოგალერეა
ასევე იხილეთ:ესპანეთი-იტალია 0:0 (7:6) - უფრო იღბლიანი "ფურია როხა" [VIDEO]