ლისაბონის "ბენფიკას" მწვრთნელმა ფანი პოლიციისგან დაიცვა, რისთვისაც დასჯიან [VIDEO]

AutoSharing Option
პორტუგალიის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩში ლისაბონის "ბენფიკა" "გიმარაეშს" ესტუმრა და 1:0 მოუგო. 73-ე წუთზე მასპინძელმა მატიაშმა თავის კარში ჩაჭრა ბურთი. 5 ტურის შემდეგ "ბენფიკას" 10 ქულა აქვს.

მთავარი მოვლენები კი თამაშის დასრულებისთანავე დაიწყო.

მოედანზე "ბენფიკას" ერთ-ერთი ფანი შევარდა, რათა საყვარელი ფეხბურთელისთვის მაისურა ეთხოვა, მაგრამ პოლიციამ ფანის დაკავება გადაწყვიტა. აქ ჩაერია "ბენფიკას" მწვრთნელი ჟოზე ჟეზუში და ფანი დაიცვა პოლიციისგან.

ამის მიუხედავად, სამართალდამცავებმა მწვრთნელი ინციდენტს მოაცილეს და ფანი მაინც დააკავეს, ხოლო ჟეზუშს საქმე ცუდად აქვს - მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად.
ფულადი ჯარიმის გარდა, მას შეიძლება დისკვალიფიკაციაც მიუსაჯონ (მაქსიმუმ, სამი წლით).

"ერთი წუთითაც არ მიფიქრია, რა უნდა გამეკეთებინა - ყოველთვის დავიცავ "ბენფიკას" ფეხბურთელებს და ფანებს", - არ ტყდება ჟეზუში.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული