რობერტო მანჩინის ხელფასი "გალათასარაიში" 4,5 მილიონი ევრო იქნება

AutoSharing Option
სტამბულის "გალათასარაიში" ფათიჰ თერიმის ნაცვლად იტალიელი რობერტო მანჩინი მივიდა.

"გალას" ხელმძღვანელობამ თერიმი 24 სექტემბერს გაუშვა გუნდიდან ცუდი შედეგების გამო.

შეგახსენებთ, რომ მანჩინი ბოლოს "მანჩესტერ სიტიში" მუშაობდა, სეზონის ბოლოს ის მანუელ პელეგრინით შეცვალეს.

ინგლისში იტალიელმა თითოჯერ მოიგო თასი და ჩემპიონატი, ასევე, სუპერთასი.

ცნობილი გახდა ახალი კონტრაქტის დეტალები - ის 2+1 სისტემითაა გაფორმებული.

48 წლის იტალიელი ხელფასის სახით 4,5 მილიონ ევროს მიიღებს. ამას გარდა, არის კიდევ ბონუსები: თურქეთის თასის მოგება - 0,5 მილიონი, 1 მილიონი თურქეთის ჩემპიონობა, ხოლო 2 მილიონი - ჩემპიონთა
ლიგის.

ასევე იხილეთ:
"გალათასარაიმ" ფათიჰ თერიმი დაითხოვა და დიკ ადვოკაატს ელაპარაკება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული