ბასკებმა პერუ გაანადგურეს

AutoSharing Option
ყოველი წლის ბოლოს ბასკეთის და კატალონიის არაოფიციალური ნაკრები გუნდები ერთ ამხანაგურ თამაშს ატარებენ. 1979 წლიდან მოყოლებული, ბასკებმა 29-ე თამაში ჩაატარეს და მე-19 გამარჯვება მოიპოვეს. წელს მათი მეტოქე იყო პერუს ნაკრები, რომელსაც რამდენიმე ლიდერი კი აკლდა, მაგრამ შემადგენლობაში მყოფ მოთამაშეთა უმეტესობამ ეროვნული ნაკრების რიგებში ბოლო შესარჩევ შეხვედრებში (არგენტინასთან და ბოლივიასთან) ითამაშა.

შეხვედრამ მასპინძლების სრული უპირატესობით ჩაიარა და სტუმართა განადგურებითაც დასრულდა. "ბილბაოს", "სოსიედადის", "სელტას", "ოსასუნასა" და "რეალის" ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ბასკებმა "სან მამეს ბარიაზე" შეკრებილი 27 ათასი გულშემატკივარი გაახარეს და მათ დაუვიწყარი სანახაობა
აჩუქეს.

2-2 გოლი არიც ადურისმა და იმანოლ აგირეჩემ გაიტანეს. "რეალ სოსიედადის" ფორვარდმა ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობა სამამდე გაზარდა, ხოლო ადურისის ანგარიშზე უკვე 7 გოლია და ამ მაჩვენებლით ის ბასკეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. აქამდე 6 გოლით ხულენ გერერო ლიდერობდა.

ფორვარდების გარდა, თითო ბურთი მარკელ სუსაეტას და "ოსასუნას" ნახევარმცველის, რობერტო ტორესის ანგარიშზეა. საბოლოოდ, 6:0.

ბასკებმა სამხრეთამერიკელი მეტოქე ზედიზედ მეორედ გაანადგურეს - შარშან, სან სებასტიანში ბოლივიამ ითამაშა და 1:6 წააგო.

ბასკეთი-პერუ 6:0
გოლები: 1:0 ადურისი (12), 2:0 რობერტო ტორესი (22), 3:0 ადურისი (40), 4:0 აგირეჩე (48), 5:0 აგირეჩე (52), 6:0 სუსაეტა (80)
ბასკეთი (4-2-3-1): ირაისოსი (53. სუბიკარაი) - ირაოლა (46. ოიერი), ანსოტეგი (46. ეკისა), ი. მარტინესი (46. სან ხოსე), აურტენეჩე (46. ბალენსიაგა) - იტურასპე (46. ილიარამენდი), ბენიატი (53. ბერგარა) - ჩაბი პრიეტო (46. სუსაეტა), დე მარკოსი (53. ტოკერო), რობერტო ტორესი (46. იბაი გომესი) - ადურისი (46. აგირეჩე)
პერუ (3-4-3) : დელგადო (46. პენი) - ვ. ვილჩესი (57. გამბეტა), რამოსი (46. მერინო), ბალბინი - კრუსადო, ო. ვილჩესი, ადვინკულა (83. რ. ფარფანი), იოტუნი - ბასანი (74. სესპედესი), ბენავენტე (86. აპარისიო), ჩავესი
მაყურებელი: 27 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩაბი ალონსო ბასკი არ არის ?! ან , ლორენტე ?? თუ , ვინც ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს , იმათ უფლება არ აქვთ ... ?
SHUKOVANI
12:57 30-12-2013
0
ესენი დანარჩენ ესპანეთსაც მაგარ წინააღმდეგობას გაუწევდნენ. საღოლ! ბავშვობიდან "ბილბაოს" ვგულშემატკივრობ, ძალიან გამიხარდა
მერაბი
12:08 30-12-2013
0

სიახლეები პოპულარული