პირეაში 2 მარტს ბერძნული დერბი გაიმართა, სადაც "ოლიმპიაკოსმა" ათენის "პანათინაიკოსს" უმასპინძლა.
ინციდენტი პირველ ტაიმში მოხდა, როცა ნიგერიელი ფეხბურთელი უეცრად მოედანზე დაეცა. სამედიცინო პერსონალმა თავდამსხმელი მოედნიდან გაიყვანა და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანა.
საავადმყოფოში 21 წლის ფეხბურთელი გონზე მოიყვანეს და საღამოსკენ მისი მდგომარეობა უკვე სტაბილური იყო.
გუნდებს შორის მატჩი "პანათინაიკოსის" გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.