![](https://sportall.ge/pictures/image31/4404e64ab1c052f9590d64ba6502660f.jpg)
30 წლის ტორესი ვერ შეეწყო "როსონერის" და 10 თამაშში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. იმავეს თქმა შეიძლება ჩერჩიზე, რომელსაც იშვიათად ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება, თუმცა, როცა კი ითამაშა, ჩრდილში იყო მოქცეული.
მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფეხბურთელთა გაცვლა ორივე გუნდს უნდა აწყობდეს და მხარეები არც უარყოფენ, რომ მათთვის
დამაბრკოლებელი ბარიერი ლონდონის "ჩელსია", რომლის საკუთრებაშია ფერნანდო ტორესი. თუ მილანელებს ესპანელის ჩერჩიში გაცვლა სურთ, ბუნებრივია, რომ ჯერ ტორესი უნდა გამოისყიდონ. ინგლისელები ესპანელის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს ითხოვენ, იტალიელებს კი ამდენის გადახდა არ სურთ.
არის მეორე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, "მილანმა" "ჩელსი" უნდა დაითანხმოს და ტორესი ნახევარწლიანი იჯარით ესპანეთში გაუშვას, სანაცვლოდ კი ჩერჩი ასევე იჯარით დაიმატოს. ეს საკმაოდ რეალური ვარიანტია, რადგან წესით, ინგლისელთათვის სულ ერთი უნდა იყოს, თუ სად ითამაშებს იჯარით მათი ფეხბურთელი.
მოკლედ, დიდია იმის ალბათობა, რომ ტორესმა და ჩერჩიმ გუნდები გაცვალონ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"