ფიფას ყოფილმა ჩინოვნიკმა ქრთამის აღება აღიარა

AutoSharing Option
ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილმა წევრმა ჩარლი ბლეიზერმა აღიარა, რომ მან მუნდიალის მასპინძლობაზე ხმის სანაცვლოდ ქრთამი აიღო.

ბლეიზერი ამტკიცებს, რომ ეს მარტო მას არ ჩაუდენია. საუბარია, 2010 წლის მუნდიალზე, რომელსაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ უმასპინძლა. 70 წლის ამერიკელი ფიფას აღმასკომის წევრი 1996-2013 წლებში იყო.

უფრო ადრე აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა ლორეტა ლინჩმა განაცხადა, რომ სამხრეთაფრიკელებმა ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ჯეკ უორნერი 10 მილიონ დოლარად მოისყიდეს.

უორნერი, რომელიც ინტერპოლმა ძებნაში აიყვანა, აცხადებს, რომ უდანაშაულოა.

ამასობაში, ფედერალური გამოძიების ბიურომ უკვე დაიწყო გამოძიება რუსეთისა და
ყატარის მუნდიალის მასპინძლობაზე უფლებების გადაცემის შესახებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგად დააკვირდით მოვლენებს! ცალსახად ჩანს ამერიკელთა გათახსირებულობა!
-ნუთუ ყველაფრის კადრება შეიძლება? ბინძურ ამერიკელებს იმედი აქვთ, რომ ყველაფერი შერჩებათ. უღმერთოებს ღვთის შიში დაკარგული აქვთ!
shoda
12:15 04-06-2015
0
გინდ უღმერთობა დასწამე და გინდ გათახსირებულობა, მაგრამ უფრო დიდი გათახსირებულობა რუსეთში და მით უმეტეს ყატარში ჩემპიონატის ჩატარების მხარდაჭერაა
irakli apkhaidze
14:01 04-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული