ევროპის ჩემპიონატი. U21. III ტური: ნახევარფინალისტები ცნობილია

AutoSharing Option
ჩეხეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და გაირკვა ის ოთხი გუნდი, რომლებიც ბრძოლას ნახევარფინალში გააგრძელებენ.

A ჯგუფიდან ნახევარფინალში გასვლა მასპინძლებმა ვერ მოახერხეს - არადა, 4 ქულა დააგროვეს და ბურთების შეფარდებაც დიდებული ჰქონდათ - 6-3. შედარებისთვის, პირველ ადგილზე გასულ დანიელებს ბურთების შეფარდება დადებითი საერთოდ არ ჰქონდათ, თუმცა სამი თამაშიდან ორი მოიგეს და გერმანიასთან შერცხვენის მიუხედავად, პირველი ადგილით გავიდნენ ჯგუფიდან. მეორე საგზური ჰორსტ ჰრუბეშის გერმანიამ მოიპოვა.

დანიელებმა სერბებს 2:0 აჯობეს და პირველ ადგილზე გავიდნენ, გოლები რასმუს ფალკმა და ვიქტორ ფიშერმა
გაიტანეს. ფიშერმა გოლი ჰეიბერგის გრძელი ჩაწოდების შემდეგ გაიტანა. დანიის ნაკრებმა ისტორიაში პირველად გააღწია ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალში - პირველად მესამე ცდაზე.

სერბებმა კი ამ წაგებით ბოლო ადგილით, უსახელოდ დაასრულეს ტურნირზე ასპარეზობა, განსხვავებით ერთი წლით უმცროსი თანამემამულეებისგან, რომელთაც წინა კვირაში ახალ ზელანდიაში მსოფლიოს ჩემპიონატი ტრიუმფით მოიგეს. დანიელებმა, ნახევარფინალთან ერთად, რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურიც მოიპოვეს.

ჯგუფის მეორე მატჩში სერიოზული ბრძოლა იყო. მასპინძლებს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ხელს გერმანიის ნაკრებთან თამაშში. არადა, პირველ ტაიმში უკეთ გერმანელები გამოიყურებოდნენ, რომლებიც მეორე ტაიმის დასაწყისში ნიკო შულცმა დააწინაურა.

დარტყმულს აუღებელი არ ეთქმოდა, თუმცა ტომაშ კოუბეკმა ვერ მოიგერია. ჩეხებმა 11 წუთში გაათანაბრეს, ონდრჟეი პეტრაკის ჩამოწოდებულს თავი ლადისლავ კრეიჩიმ დაუხვედრა - 1:1. მაგრამ მეტი მასპინძლებმა ვერ შეძლეს. ასე დასრულდა მასპინძელთა ძალზე სიმპათიური ნაკრების გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე.

A ჯგუფი
ჩეხეთი-გერმანია 1:1
გოლები: 0:1 შულცი (55), 1:1 კრეიჩი (66)

დანია-სერბეთი 2:0
გოლები: 1:0 ფალკი (21), 2:0 ფიშერი (47)

თ მ ფ წ ბ ქ
1. დანია 3 2 0 1 4-4 6
2. გერმანია 3 1 2 0 5-2 5
3. ჩეხეთი 3 1 1 1 6-3 4
4. სერბეთი 3 0 1 2 1-7 1

B ჯგუფი
ინგლისი-იტალია 1:3
გოლები: 0:1 ბელოტი (25), 0:2 ბენასი (27), 0:3 ბენასი (72), 1:3 რედმონდი (93)

პორტუგალია-შვედეთი 1:1
გოლები: 1:0 პასიენსია (82), 1:1 ტიბლინგი (89)

თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუგალია 3 1 2 0 2-1 5
2. შვედეთი 3 1 1 1 3-3 4
3. იტალია 3 1 1 1 4-3 4
4. ინგლისი 3 1 0 2 2-4 3

1/2-ფინალი
დანია-შვედეთი
პორტუგალია-გერმანია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული