არტურო ვიდალს მანქანის მართვა ორი წლით აუკრძალეს

AutoSharing Option
არტურო ვიდალი, რომელმაც ახლახან ტრიუმფით დაასრულა კოპა ამერიკა, ეროვნულ ნაკრებთან ერთად ჩემპიონი გახდა, თავად კი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, მართვის მოწმობის გარეშე დარჩა.

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს ვიდალმა, რომელიც თავის "ფერარის" მართავდა, ავტოავარია მოახდინა, რომელსაც საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია. არტუროს მართვის მოწმობა 2 წლით ჩამოართვეს.

ამას გარდა, ვიდალი ვალდებულია, საჯაროდ მოუხადოს ბოდიში იმ პოლიციელებს, რომელთაც ინციდენტისას შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, "მეფე არტურო" ვალდებულია, ავარიის დროს დაზარალებულ ადამიანებს ფინანსური კომპენსაცია გადაუხადოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული