ოფიციალურად: უკრაინაში სარეკორდო ტრანსფერი განხორციელდა

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარმა" ალექს ტეიშეირას ტრანსფერი ჩინურ "ცზიანს საინტიში" ოფიციალურად დაადასტურა.

"შახტარმა" ყველა საჭირო ფორმალობა შეათანხმა ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინული კლუბის ოფიციალური ვებგევრდი იუწყება.

"შახტარის" ვებგვერდის ცნობით, ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერის თანხამ 50 მილიონი ევრო შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ეს თანხა უკრაინისა და ჩინური ჩემპიონატებისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.

უკრაინული მედიის ცნობით, არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ტეიშეირას ხელფასი წელიწადში 10 მილიონი ევრო იქნება.

ალექს ტეიშეირა "შახტარში" 2009 წლის 18 დეკემბერს ჩაირიცხა და მას შემდეგ გუნდის მაისურით 223 მატჩი ჩაატარა და 89 გოლი გაიტანა.

ტეიშეირამ
"შახტართან" ერთად ხუთჯერ მოიგო უკრაინის ჩემპიონატი, სამჯერ უკრაინის თასი და ხუთჯერ უკრაინის სუპერთასი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიანც კარგი! არაბიძეს უფრო ადვილად გაეხსნება გზა ძირითადისკენ
ნიკა
15:53 05-02-2016
0
რა იშოვეს ჩინელებმა ასეთი
Akaki
13:15 05-02-2016
0

სიახლეები პოპულარული