ლუის სუარესი მწვრთნელის გადაწყვეტილებამ გააცოფა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელი ლუის სუარესი ვენესუელასთან მატჩში სათადარიგოთა სკამზე დარჩა. შედეგად კი ურუგვაიმ ვენესუელასთან მინიმალური ანგარიშით წააგო და ჯგუფში ჩარჩა.

სუარესმა, რომელსაც აქამდე ტრავმა აწუხებდა, მეორე ტაიმის ბოლოსკენ გახურება დაიწყო, თუმცა ის მოედანზე არ შეუშვეს. როცა სუარესმა მწვრთნელის გადაწყვეტილება გაიგო, გაცოფდა და სათადარიგოთა სკამზე ლამის შუშა ჩაამტვრია.

მატჩის შემდეგ ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა განაცხადა, რომ არ აპირებს მოედანზე გამოიყვანოს ფეხბურთელი, რომელიც 100 პროცენტით მზად
არ არის.

"არ არსებობს რამე სხვა სიტუაცია. სიტუაცია იგივეა, რაც გუშინ: ფეხბურთელი სათამაშოდ მზად არ არის. ეს ექიმების საქმეა.

არ გავიყვან ფეხბურთელს მოედანზე თუ ის 100 პროცენტით მზად არ არის, რაც არ უნდა გაბრაზებული იყოს", - თქვა ტაბარესმა.

- კოპა ამერიკა. C ჯგუფი: ვენესუელამ და მექსიკამ ურუგვაი ჯგუფში ჩატოვეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგიტომაც ჩარჩი ჯგუფში, სუარესი რა მზად ყოფნა ჭირდება თუ ჯანმრთელად არის )
dato
15:45 10-06-2016
0
ეს მწვრთნელები ყველა თავისებურედ უბერავს, სუარესი გყავდეს გუნდში და არ ათმაშო რა გამართლება აქვს ვერ გამიგია.
Vano
16:10 10-06-2016
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული