დანარჩენი 14 გუნდი IX-XXII ადგილებისთვის გაარკვევს ერთმანეთთან ურთიერთობას.
საქართველოს ნაკრები 22 ივლისს ნორვეგიას დაუპირისპირდა.
საქართველო-ნორვეგია 67:80
21:15, 20:19, 19:21, 7:25
საქართველო: ბოლქვაძე (11), ლორთქიფანიძე (6), ქიტოშვილი (3), დვალი, ტომარაძე (5), რევაზიშვილი (8), ზაქრაძე (13), პულუზაშვილი (9), ნარჩომაშვილი, სანაძე (8), სამხარაძე (4). ღურწკაია.
ნორვეგია: ჰილაირი (3), ოლსტადი (21), ნიმო (2), კრივოკაპიჩი (6), მილსტადი (2), ბერგი
მიხეილ ბერუაშვილის შეგირდებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი შემართებით დაიწყეს და პირველი მეოთხედი ექვსი ქულითაც მოიგეს. შესვენებამდე ქულათა სხვაობა შვიდამდე გაზარდეს. ბოლო ოც წუთში ცხრაკაცა მეტოქემ (ნორვეგიელებმა არასრული შემადგენლობით ითამაშეს) იყოჩაღა, თანაც როგორ: საფინალო სასტვენამდე ექვსი წუთით ადრე ქართველები 3 ქულით წინ იყვნენ 63:60.
დარჩენილ დროში ჩვენებურებმა მონაგარს მხოლოდ 4 ქულა შესძინეს, ნორვეგიელებმა - 20(!) და საბოლოოდ 80:67 გაიმარჯვეს.
საქართველოს ნაკრები 25 ივლისს დანიას შეხვდება.
პირველი რაუნდის შემდეგ ჯგუფებში ასეთი მდგომარეობაა:
A ჯგუფი. პოლონეთი - 8 (287:223), მაკედონია - 6 (259:250), უნგრეთი - 6 (240:282), ფინეთი - 5 (233:231), დანია - 5 (233:266).
B ჯგუფი. გერმანია - 9 (353:282), ჰოლანდია - 9 (335:290), ესტონეთი - 9 (346:301), ნორვეგია - 7 (303:325), ავსტრია - 6 (259:325), საქართველო - 5 (301:374).
C ჯგუფი. ისრაელი - 10 (452:275), შვედეთი - 9 (456:277), შვეიცარია - 8 (321:398), რუმინეთი - 7 (345:365), სლოვაკეთი - 6 (319:407), შოტლანდია - 5 (247:418).
D ჯგუფი. ჩერნოგორია - 8 (276:239), ბელგია - 7 (286:205), პორტუგალია - 6 (241:239), ბელორუსი - 5 (294:300), ლუქსემბურგი - 4 (217:331).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"