თუ მეტოქეს 16 ქულის სხვაობით დავამარცხებდით, დანიას, ჩვენ და ჩეხეთს თითო მოგება მოგვიგროვდებოდა და მომდევნო ეტაპზე ბურთების უკეთესი შეფარდებით გავიდოდით.
...მაგრამ კარგად დაწყებული საქმე ქართველმა კადეტებმა ბოლომდე ვერ მიიყვანეს და 62:74 დამარცხდნენ. პირველ ტაიმში გიორგი ცირეკიძე შეუჩერებელი იყო (18-დან 17 ქულა საწყის 20 წუთში მოაგროვა), ორმაგი დუბლი შეასრულა ვილი ისიანმა - 15 ქულა, 12 მოხსნა.
მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლაში საქართველოს პირველი მეტოქე ინგლისი იქნება.
19:21, 11:18, 13:20, 19:15
საქართველო: ალიევი, კერესელიძე, ქვარაია, გოგალაძე (7ქ, 3პ, 3ჩ), ცქიფურიშვილი (6ქ), აფხაზავა (1ქ, 3პ), ლომიძე (7ქ), თვალაბეიშვილი (2ქ), ცირეკიძე (18ქ, 3ჩ), გოგობერიშვილი (4პ), ისიანი (15ქ, 12მ), გიორგაძე (6ქ).