სუპერლიგა 2016/17. XXVI ტური: მეოთხე "კაკტუსია"

AutoSharing Option
ესეც ასე, სუპერლიგაში ნახევარფინალური წყვილებიც გაირკვა. თუმცა ერთი წყვილი აქამდეც ცნობილი იყო - "ქუთაისი"-"რუსთავი".

პირველადგილოსანი "დინამო" თავის მეტოქეს დიდხანს ელოდა, რადგან მეოთხე ადგილისთვის ხუთი გუნდი გააფთრებით იბრძოდა. ზოგი პირველ წრეში დაკარგულის ანაზღაურებას რეგულარულის ბოლოს ცდილობდა, ზოგი საპლეიოფო ზონაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა.

გადამწყვეტი მატჩები სხვებზე უკეთ "კაკტუსმა" ჩაატარა, წინა ტურში "სოხუმს" დიდი ანგარიშით სძლია, ამჯერად კი "დინამოს" აჯობა და პლეი ოფშიც გავიდა.

ნახევარფინალები: "ქუთაისი"-"რუსთავი", "დინამო"-"კაკტუსი".

"ოლიმპი", "სოხუმი", "ბათუმი" და "მგზავრები" ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად წრიულად ითამაშებენ. "ა" ლიგაში ერთი დაქვეითდება.

12 აპრილი,
თბილისი

დინამო-კაკტუსი 68:74
19:17, 17:21, 16:18, 16:18
დინამო: ღურწკაია (4ქ), ლონდარიძე (10ქ, 14მ), მაჩალაძე (3ქ, 8მ), ფაცაცია (19ქ, 10მ, 6პ), ჭოჭუა (11ქ, 5მ, 4პ), მარავიჩი (1ქ, 7მ, 3დ), გ. რევაზაშვილი (6ქ), ბერიშვილი (14ქ).
კაკტუსი: უაითი (14ქ), ჩიკვილაძე (11ქ, 8მ, 3პ, 5ჩ), ჩლაიძე (20ქ), ლოლიშვილი, ბრიჯმენი (17ქ, 9მ), ბააკაშვილი, დ. ლომიძე, ფლოვიესი (12ქ, 12მ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.

"დინამოს" განაცხადში მხოლოდ 8 მოთამაშე ჰყავდა. კაკტუსელებმა პირველი პერიოდი 2 ქულით - 17:19 წააგეს, რის შემდეგაც ლიდერობა მოიპოვეს, თუმცა წინ დამაჯერებლად გაჭრას ვერ ახერხებდნენ.

მატჩის ბოლო წუთზე დინამოელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა გადამწყვეტ მომენტში "კაკტუსის" მოთამაშეებმა მეტი მობილიზება და სიზუსტე გამოავლინეს და გამარჯვებას მიაღწიეს.

არჩილ ჟღენტი ("კაკტუსის" მწვრთნელი):
- ჩვენი მიზანი იყო, სუპერლიგაში ადგილი შეგვენარჩუნებინა და ამ მიზანს დღევანდელი გამარჯვებით მივაღწიეთ. ვულოცავ ყველას, ვისაც გული შესტკივა ამ გუნდზე, გუნდის ძველ წევრებს.

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მწვრთნელი):
- რამდენიმე ტურის წინ აღვნიშნე, რომ მთავარი საზრუნავი იყო, ტრავმები თავიდან აგვეცილებინა და პლეი-ოფს ფორმაში შევხვედროდით. სამწუხაროა დამარცხება, მაგრამ ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელსაც მივყვებით. ახლა მთავარია, ვითამაშოთ თასის ნახევარფინალი სრული შემადგენლობით, ეგ არის და ეგ, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

12 აპრილი, თბილისი
მგზავრები-რუსთავი 91:59
18:16, 21:19, 24:19, 28:5
მგზავრები: ფხაკაძე (25ქ, 8მ, 6პ, 4ჩ), ცირეკიძე, ლომინაშვილი (11ქ, 6მ), ქავთარაძე (12ქ), ტეილორი (16ქ, 10მ), მერფი (5ქ, 6მ), ალენი (22ქ, 8მ).
რუსთავი: ხმელიძე, ქიტოშვილი, ლორთქიფანიძე (3ქ), ლი (8ქ, 5პ), წიქარიშვილი, ჩაჩანიძე (16ქ), ათუაშვილი (11ქ, 9მ, 3პ, 3დ), კასპერბაუერი (10ქ, 5მ), გოგობერიშვილი, გუგავა, სპანოლო (11ქ, 5მ), ბრიგსი (6ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.

სუპერლიგაში დასარჩენად მებრძოლმა "მგზავრებმა", რომელმაც წინა ტურში ლიდერ "დინამოს" სძლია, ამჯერად მესამეადგილოსან გუნდს მოუგო.

არადა, მატჩი ისეთ ბრძოლაში დაიწყო, ასეთ დასასრულს, ალბათ, ცოტა თუ წარმოიდგენდა. "მგზავრები" უმეტესად იგებდნენ, მაგრამ მესამე პერიოდის დასასრულამდე 4-5 ქულაზე მეტით წინ ვერ გავიდნენ.

რუსთაველებმა რამდენჯერმე წინ გასვლაც მოახერხეს, მაგრამ მასპინძლებმა მესამე პერიოდი სათავისო ანგარიშით - 63:54 დაასრულეს და გარდატეხაც აქ მოხდა. ბოლო პერიოდში "მგზავრებმა" 28:5 იმარჯვეს და ბოლო ადგილს თავი დააღწიეს.

12 აპრილი, თბილისი
ოლიმპი-სოხუმი 58:68
25:19, 12:13, 8:15, 13:21
ოლიმპი: გივი ბაქრაძე (7ქ, 4პ), ბურნეთი (14ქ, 8მ), ბოლქვაძე, როგავა (14ქ, 5მ, 6პ), გეგი ბაქრაძე (9ქ, 9მ), მასხულია (3ქ), პიჩფორდი (8ქ), შლიცერი (3ქ, 4ჩ).
სოხუმი: კვეტენაძე, ბერუაშვილი, კოკა ტომარაძე (5მ), ბოქოლიშვილი (11ქ, 3პ), ზაქრაძე (2ქ), ჯგერენაია (11ქ, 12მ), დ. ბარბაქაძე (13ქ, 6მ), ბულიავა (17ქ, 7მ), ტიშენკო (12ქ, 9მ), ვუდსონი (2ქ, 5მ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი.

სუპერლიგის 26-ე ტური აუტსაიდერთა მატჩით დასრულდა. ერთმანეთს პლეი-ოფს მიღმა დარჩენილი და შესაბამისად, სუპერლიგაში დასარჩენად მებრძოლი გუნდები - "ოლიმპი" და "სოხუმი" შეხვდნენ.

რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პლეი ოფში ვერგასული გუნდები ერთმანეთში კიდევ 2 წრეს ითამაშებენ, მაგრამ ახლა დაგროვილი ქულები გუნდებს უნარჩუნდებათ და შესაბამისად, თითოეულ მოგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

პირველი ტაიმის წაგების შემდეგ სოხუმელებმა მობილიზება მოახერხეს და ჯერ მესამე, ხოლო შემდეგ მეოთხე პერიოდების მოგებით საბოლოო გამარჯვება მოიპოვეს - 68:58.

11 აპრილი, ქუთაისი
ქუთაისი-ბათუმი 81:79
30:18, 18:23, 13:17, 20:21
ქუთაისი: ცეკვავა (11ქ), ცინცაძე (29ქ,7მ), ფაშაევი (6ქ), ქადარია (5ქ), გ.ბარბაქაძე (7ქ), ტუბაკი (6ქ, 8მ), ბექაური (7ქ, 6მ), ლომოური (6ქ), ბაბუნაშვილი (4ქ).
ბათუმი: ჯინჭარაძე (29ქ, 5მ), ლეჟავა (11ქ, 7მ), კრივცოვი (11ქ, 9მ), რამიშვილი (3ქ), შემოსიუკი (12ქ, 5მ), ლ. რევაზაშვილი (5ქ), თენეიშვილი (4ქ), მაისურაძე (4ქ), მ. რევაზაშვილი
მსაჯები: დ. ბერიშვილი, ზ. მაჩალაძე, მ. ვართანოვი

ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "ქუთაისს" სუპერლიგის რეგულარულ გათამაშებაში მეორე ადგილი გარანტირებული აქვს და "ბათუმთან" მატჩში კოტე ტუღუშის შეგირდებს, სპორტულის გარდა, სხვა მოტივაცია არ გააჩნდათ. დავით უსტიაშვილის გუნდისთვის კი, რომელიც სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, შეხვედრა ძალზე მნიშვნელოვანი იყო.

სტუმრებმა შეხვედრა ცუდად დაიწყეს და პირველი პერიოდი 12 ქულის სხვაობით დათმეს. ქუთაისელებმა თავიდანვე აკრიფეს ტემპი და 8:0 დაწინაურდნენ, მეორე პერიოდში კი სხვაობა 17 ქულამდეც გაზარდეს (37:20). ამის შემდეგ მასპინძლები მოდუნდნენ და ბათუმელებს სხვაობის შემცირების საშუალება მისცეს. შემოსიუკის შედეგიანი შეტევების შედეგად სტუმრებმა ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს - 40:35. დიდ შესვენებაზე რიონისპირელები 7-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 48:41.

მეორე ტაიმში "ბათუმმა" დიდი მონდომებით ითამაშა, მატჩის მიწურულს ქადარიას ტექნიკურის შემდეგ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი ჯინჭარაძემ ზღვისპირელები წინ პირველად გაიყვანა - 74:76. ბოლო წამები ძალიან დაძაბული გამოდგა, "ბათუმი" 4 ქულით იგებდა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 23 წამით ადრე, გიორგი ბარბაქაძის ზუსტი სამქულიანის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა - 79:79.

მალე გიორგი ცინცაძემ ზუსტი საჯარიმოებით "ქუთაისი" წინ გაიყვანა (81:79). "ბათუმს" მატჩის გადასარჩენად 7 წამი ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ ზღვისპირელთა ბოლო სროლა არაზუსტი გამოდგა და შეხვედრა "ქუთაისის" გამარჯვებით დასრულდა.

გამარჯვებულთაგან 29 ქულითა და 7 მოხსნით გიორგი ცინცაძე გამოირჩა. რამდენჯერმე, როცა "ქუთაისმა" უპირატესობა დაკარგა, ცინცაძემ საკუთარ თავზე აიღო თამაში და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა. თუნდაც, პირველი ტაიმის ბოლოს, მის მიერ ზედიზედ ორი ზუსტი სამქულიანი გავიხსენოთ, რისი წყალობითაც "ქუთაისი" დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

11 ქულა დააგროვა გოგა ცეკვავამ. სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი კახა ჯინჭარაძე იყო, რომელმაც "ბათუმს" 29 ქულა შესძინა. 12 ქულაა ილია შემოსიუკის ანგარიშზე.

დარჩენილი მატჩები
27-ე ტური
21 აპრილი
18:00 ბათუმი-სოხუმი
18:30 ქუთაისი-მგზავრები

22 აპრილი
14:00 კაკტუსი-ოლიმპი
18:00 რუსთავი-დინამო

28-ე ტური
29 აპრილი
14:00 დინამო-ქუთაისი
რუსთავი-კაკტუსი*
ოლიმპი-ბათუმი*
სოხუმი-მგზავრები*

* - დრო დასადგენია

ვაჟა სიმონიშვილი
დავით კოხრეიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული